Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Led Zeppelin – Stairway to heaven

ო, ურყევია ამ ლედის ხედვა;
რაც კი გაბრწყინდა ოქროდ აღიქვამს,
კიბეს ყიდულობს სამოთხისკენ და
იცის, რომ ავა, ზეცად რას იზამს

თუ მაღაზიებს დახურულს ნახავს,
სიტყვით მიიღებს, სურვილს აიხდენს.
ო, ასეთია მისი განზრახვა,
და ის ყიდულობს სამოთხის კიბეს.


კედელზე უცხო სიმბოლო ნახა
და დააკვირდა რათა დარწმუნდეს,
რადგან სიტყვები ფლობენ ხანდახან
ორნმნიშვნელოვან უცხო საფუძვლებს.

ნაკადულის ხმა ბანს აძლევს ბულბულს,
ტოტიდან გალობს ზეციურ ჰანგებს...
ფიქრები ზოგჯერ გაგვხდიან უძლურს
– ორი აზრიდან რომელი გვარგებს?...


დასავლეთით ვარ გრძნობააღძრული,
რადგან მის უფსკრულს ჩავხედე წამით.
სულის განდევნა და აღსასრული...
როცა ფიქრებსაც გაგუდავს კვამლი,

რომელიც ასდის ხეებს რგოლებით
და ირგვლივ მყოფთა ჩამესმის ხმები,
რომ მიყურებენ თავმომწონებით.
და ეს მაფიქრებს... მართლაც ვფიქრდები...


და ჩამჩურჩულა ვიღაცამ, რომ მე,
თუ მალე ვუხმობ ამ მელოდიას,
მოვა მესულე და დიდ ხანს მდგომელს
მაჩვენებს ყველა მიზეზს და მიზანს.

კვლავ ახალი დღე დგება ნატრული
მათთვის ვინც იდგა და არ დაემხო
და მოედება ტყეს მხიარული
ახალი დილის – სიცილის ექო.


თუ ქალაქგარეთ ფორიაქს იგრძნობ,
ნუღარ დარეკავ განგაშის ზარებს;
ეს – გაზაფხული განწმენდვას ითხოვს,
მაისი მის ტახტს კვლავ აზიარეს.

დიახ,
აქ ორი გზაა ციურ მიზნამდე,
რომელს აირჩევ – ნებაა შენი.
მაგრამ გრძელი გზით თუკი იარე
დრო კვლავ დაგრჩება გზის ასარჩევი.


შენს თავში ფიქრი ისევ გუგუნებს
და ის არ წავა თუ კი არ იცი,
ის რომ გეძახის, გიხმობს მესულე,
რომ შეუერთდე მას თუ განიცდი.

ძვირფასო ლედი, ნუთუ არ გესმის
ქარების ქროლვის ხმა და სიმღერა?
ნუთუ არ იცი მაგ კიბის გზები,
ქართა ჩურჩულით რომ გაიგნება?...


და როგორც ქარნი დაღმართ გზაზე ვართ,
ჩვენ ჩრდილები გვაქვს თვით სულზე გრძელი.
ლედი სეირნობს, ვიცით რაზეა
მისი ნათება შეუძლებელი,

როგორც ყოველი კვლავ ოქროდ ბრწყინავს
და თუ მოუსმენ გულმოდგინებით,
ბოლოს და ბოლოს ხმა ცად აგიყვანს,
შენს "მე"–თა გრძელი საფეხურებით.

როცა სულ ერთი მოიცავს ყოველს
და როცა ყოველს ერთად აღიქვამ.
კლდედ იდგე, განა კლდეს ქვად რომ მოწყდე...

და ის

ყიდულობს კიბეს, რაც ცად აიყვანს....








Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.