Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
MaRiIi-MaRiI blog

Sxvadasxva Azrebi Cxovrebiseuli....

1. უსიამოვნო მომენტი, როდესაც ექსკალატორზე ასვლის რიგში მეგობართან გვერდიგვერდ დგახარ, თუმცა მას შემდეგ, რაც შედგებით, თქვენს შორის 4-5 ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე...
2. უსიამოვნო მომენტი - როცა იმდენი ხანი გრძელდება რეკლამა, რომ გავიწყდება რას უყურებდი .
3. კიმპიუტერთან ორნი რომ სხედხართ, მას პაროლი რომ შეყავს და რომ არ იცი საით გაიხედო...
4. სახლში ერთი ტელევიზორი რომ არის და ყველას სხვადასხვა არხის ყურება რომ უნდა
5. გასულა 3 წუთი ისე რომ დებილივით refresh ს აჭერ ხოლმე თითქოს უფრო სწრაფად იმუშავებს კომპი
6. დილით რომ გაიღვიძებ, გარეთ ცივა, გეზარება ადგომა და ამ დროს გაგახსენდება რომ შაბათია
7. ქუჩაში ვიღაც (უმეტესად მოხუცი) რაღაც უცნაურად რომ გიყურებს, რომ ხვდები რაღაცის თხოვნა ან კითხვა რომ უნდა და წინასწარ არიდებ თავს და სხვა მხარეს იხედები...
8. მაგიდის ქვეშ ვიღაცის ფეხს რომ შეეხები, და მომენტალურად ორივე უკან წევთ.
9. ცხელ ჩაის რომ დალევ და მერე სულ ენა გეწვის
10. გზის პირას რომ დგახარ და "მარშუტკას" ელოდები, ან გზაზე გადასვლა გინდა და ამ დროს სხვა მარშუტკა/ავტობუსი გიჩერებს წინ...
11. უსიამოვნო მომენტი, გარეთ რომ გუნდაობენ და გვერდით ჩავლისას რომ გეშინია, ერთმანეთს არ ააცილონ და შენ არ მოგხვდეს.
12. მეგობარს Youtube-ს ვიდეოს ლინკს რომ მისცემ და შენ თვითონაც შედიხარ თავიდან საყურებლად...
13.სახლში მარტო რომ ზიხარ მოწყენილი, არ იცი რა გააკეთო, მუსიკებს უსმენ, უცებ მოდის მესიჯი. სიხარულით მივარდები ტელეფონს იმის ინტერესით თუ ''ვინ'' გწერს, გახსნი და კითხულობ: ''თქვენი ბალანსი ამოიწურა, გთხოვთ შეავსოთ
14.iPod ან მობილური მაქსიმალურ ხმაზე რომ გაქვს, მაგრამ შიგადაშიგ მაინც აჭერ ხმის აწევის ღილაკს...'
15.სახლიდან გასვლის წინ სუნამოს რომ ისხამ ისტერიკულად, აშკარად ბევრი გასხია, მაგრამ შენ მაინც აგრძელებ დასხმას რომ მაქსიმალურად სურნელოვანი იყო :)))
16.გონკებს რომ თამშობ და მოსახვევში მანქანის მიმართულებით რომ იხრები ♥
17.შაბათი ან კვირა, რომ არის და დილას, რომ გაგეღვიძება და გაიაზრებ, რომ რამდენიც გინდა იმდენი დრო გაქვს ძილისთვის ♥
18.აკვეთილზე რომ ზიხარ და ფიქრობ: ოღონდ დღეს არ გამომიძახოს და შემდეგისთვის ვისწავლიო და მაინც რომ არ სწავლობ
19.რაიმეს რომ ღიღინებ და ამასობაში გაიგონებ ძაალიან ხმამაღალ ხმას რაიმესას, უწევ ღიღინის ხმას, რეალურად უკვე ღრიალებ მაგრამ სხვას ხომ არ ესმის ! ამასობაში ითიშება ხმა და შენც წამიერად მუნჯდები
20.როდესაც შენთვის ხარ კომპიუტერთან მოკალათებული, ამ დროს კედელზე ობობას ხედავ და ნერვები გეშლება.
21.უსიამოვნო მომენტი, როდესაც ჯიბეში ტელეფონის "ვიბრო" ჩაირთვება, იტაცებ ხელს და აღმოჩნდება რომ მოგეჩვენა.(სულ მემართება აი ახლაც :დდ)
22.იმ სტატუსის წაშლა, რომელზეც არავინ დატოვა კომენტარი და არავინ "დაალაიქა"...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
User
offline MaRiIi-MaRiI (21)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
2011
December (1)

© 2014 Face.ge - all rights reserved.