Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leguka blog
შენი წერილები წარსულიდან

ყველა გავატანე ქარს...
ვიცი ბრუნვადია, სადღაც შეგეყრება,
უხმოდ დაგიბრუნებს ვალს...
ჩუმად გამოართმევ, ზედაც არ დახედავ,
უსიტყვოდ გააყოლებ წყალს,
ვერც მისგან მოტანილ ნაზ სურნელს შეიგრძნობ,
ხელებს ჩაიჯიბავ, გაყვები გზას...
გამხმარ ხის ფოთლებში ნაბიჯებს დაითვლი,
გონებას მიადევნებ ხმას,
იქნებ წარსულიდან მოტანილ ფიქრებში,
ამოგიტივტივდე კვლავ...
მაგ ნაძალადევი ღიმილით ეცდები,
გაექცე უკვე ჩემს ლანდს,
მერე სინანული დაგიღარავს ტუჩებს
და ისევ გაიმართლებ თავს...
ბაღში ხის სკამებზე მობუზულ ბეღურებს,
წყნარად გადაავლებ თვალს,
ალბათ შემოდგომა თავისას გაიტანს,
სულს აგიფორიაქებს, მშვიდსა და წყნარს...
იქვე ჩამომჯდარი კვამლში გაეხვევი,
მისცემ მოგონებებს თავს,
ღიმილი გადაგირბენს, დაკარგულს მისწვდები,
თუმც… ვერ დაიბრუნებ მას...
როგორც შენ გჩვეოდა, ისევ ძველებურად,
სუსტ მზერას მილულავ და...
უკვე ლანდად ქცეულ, გადაშლილ თხელ ფურცლებს,
ტყუილად შეაფარებ თავს



Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline leguka (32)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.