Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
vitavita blog

რეალითი ბლოგები

კაცობრიობა რომ შოუთი და შოუსთვის ცხოვრობს, ეს ჯერ კიდევ რომაელებმა იცოდნენ, ”პური და სანახაობაო” რომ თქვეს, მაგ რომაელებმა ზუსტად. მაგრამ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი რაღაც იღებს შოუს სახეს. შოუს ერთ-ერთი სახეა ე.წ. ”რეალითი”, სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანის ცხოვრების რაღაც ეპიზოდია აღწერილი. როგორც აღმოჩნდა, რეალითები ყველაზე მეტად ყურებადია შოუებში, ქალების ტალახში ჩხუბის შემდეგ, ხოლო რეალითი ქალების ჩხუბით – ეს არის იდეალური შოუ.

ეს რაც შეეხება ყურებას, ტელევიზორს და ასე თუ ისე ნაკლებად ინტერაქტიულ მედიაფორმებს. დღესდღეობით რეალითის ფორმა ინტერნეტშიც კარგად არის გამჯდარი და სხვადასხვა ”რეალითი ბლოგებში” იჩენს თავს. იყო ეგეთი შემთხვევა, როდესაც ათასობით მკითხველი ყოველდღე ელოდებოდა გოგონას წერილს, რომელიც სუიციდამდე დღეებს ითვლიდა. და აი ისიც, რეალითი ბლოგები საქართველოშიც გამოჩნდნენ და მკითხველების სიმცირით ვერც დაიჩივლებენ.

ჯინეტის თვალიერებისას ხშირად მხვდება ხოლმე ბლოგები, საკმაოდ პირადული სათაურებით, სადაც პირველ პლანზე ფიგურირებს სიტყვები ”დღიური”, ”საიდუმლო” და ა.შ.. ერთი მხრიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, გაგიკვირდება კაცს, რატომ უნდა დამაინტერესოს სიტყვაზე მე ვიღაცის დღიურმა, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი როგორ გაატარა ავტორმა მთელი დღე, დილით კბილების გახეხვიდან, საღამოს ტამპონის გამოცვლამდე. მაგრამ რატომაც არა? გასაღების ჭუჭრუტანა ხომ კაცობრიობის ერთ-ერთი მოწინავე გამოგონებაა, ის რომ არ ყოფილიყო ხომ არ გვექნებოდა საშუალება სხვისი ცხოვრებით ტკბობისა და საერთოდაც, თუკი ტელევიზიაში ასეთი პოპულარულია საცვლების დემონსტრირება, რატომაც არა ბლოგებში?

მოკლედ, ეს ყველაფერი მაინც ბოლომდე აუხსნელი მოვლენაა, მაგრამ ამავე დროს გამოსაყენებელი, ახლა ვფიქრობ ხომ არ გამეკეთებინა რამე მსგავსი ბლოგი, რომელსაც იმენნო რეალითი შოუს სახე ექნებოდა, რამდენიმე არსებული თუ არარსებული პერსონაჟით, ინტერნეტისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არც უნდა ქონდეს, პრინციპში და გამეშვა, დაე იფრინოს… ვნახოთ, ვნახოთ

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline vitavita
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.