Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NIKA-NL blog

თოვს...

მყუდრო შინიდან

სითბოსავით სიცივეში გამოქცეული,

ამაოდ ვეძებდი ნაცნობ–უცნობთა სახეებზე

ცნობისა და სიახლოვის გაფოთლილ ღიმილს.

ჩვენ მეტისმეტად ხშირად გვარწმუნებს ხოლმე ცხოვრება,

რომ ;ჩვენი მოდგმის მწარე ხვედრია,

ვერ გაგიგოს მოყვასმა შენმა“

ცივია ქუჩა,

აკანკალებს იანვრის ღამეს,

და გრაფიკული ზამთრის ფონზე,

კენტად ანთია ჩემი ლამაზი სიყვარული.

მარტოობა?

მარტოობა ასატანია,

მარტოობა სულის ხერხემალს ჩაფრენილი ბრჭყალებია,

ფესვგადგმული ტკბილი სიმსივნე,

მარტოობის მეტასტაზებით მოფენილა ჩველი სულები.

თოვს...


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
© 2017 Face.ge - all rights reserved.