Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
julilabardi blog
რადგან მავანი მგოსნებისკენ გაგირბის თვალი,
რადგან შენ არ ხარ ჩემს მუზასთან ჯვარდაწერილი,
შენი მშვენებით, დაე, ვიღაც სხვა იყოს მთვრალი
და გიძღვნას ხოტბა _ ნაწერი თუ Uარდაწერილი.
სახით მშვენიერს, შენ გონებაც გაქვს მშვენიერი
და კარგად ხედავ, ჩემს ლექსს სხვა რამ დრო რომ სჭირდება,
ალბათ, მიტომაც მოგეძალა გრძნობა ძლიერი,
რომ სხვისგან გესმას საამდროო ქება-დიდება.
შენი ნებაა!... აღტაცებით უსმინე მავანთ,
ღვარჭნილი ხოტბით დაიამე გულის წადილი,
მე კი სიმართლეს გავაგონებ ჩვენს შთამომავალთ,
რომ მეგობარი მე ვარ მხოლოდ შენთვის ნამდვილი.
ფერუმარილი ფერს თუ მატებს უფერულ სახეს,
შენს სილამაზეს უსარგებლო ფერებში ახვევს

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.