Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
anka333 blog

რადგან პირველ კლასელი ბავშვებიდან დაწყებული, მოხუცებიდან დამთავრებული ყველას ”უყვარს სიყვარული” ბევრი ძიების შემდეგ ვეცდები გაჩვენოთ თუ რას ფიქრობენ ამ თემაზე ყველა დროის მწერლები ფილოსოფოსები თუ მეცნიერები. ვერ დაგპირდებით, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ გაიგებთ რა არის სიყვარული მაგრამ დაგპირდებით, რომ მრავალი ადამიანის მოსაზრებას გაიგებთ ამ თემასთან დაკავშირებით.

*სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს. ბეთჰოვენი.

*სიყვარულია, როცა ორი ერთ არსებად სეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა. ჰიუგო.

*სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. სტენდალი.

*სიყვარული უძველესი, უახლოესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა. ფრ.რიუკერტი.

*სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება, იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის. ტომას ჰობსი.

*სიყვარული ტკვილია, ვისაც არ სტკივა მას არ უყვარს. ვ.ვ როზანოვი.

*სიყვარული-ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ. ნეტარი ავგუსტინე, ავრელიუსი.

*სიყვარული ესაა ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს. ვოლტერი.

*სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს. მ.გორკი.

*სიყვარული რაა, ბრძენო?

-ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა:

”ორი სული – ერთუ ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა”. ფრ.ჰალმი

*სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ გილისოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს. არისტოტელე.

*სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ. ბალზაკი.

*სიყვარული ყველაზე უფრო საინტერესო და და საპატიო გახლავთ ადამიან სისუსტეთა შორის. ჩარლზ დიკენსი.

*სიყვარული ცეცხლია: თუ არ კვებავ-ქრება. მიხეილ ლერმონტოვი.

*სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში. შექსპირი.

*სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია როგორც მინა. გი დე მოპასანი.

*სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის. გალაკტიონ ტაბიძე.

*რა არის სიყვარული?-ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს. ნაპოლეონი.

*სიყვარული არის თავის დავიწყება. გრ.ორბელიანი.

*სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა. კაზანოვა.

*თუ ადამიანს შეუძლია, თქვას, რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია. ვიქტორ ჰიუგო.

*რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული. ლეონარდო და ვინჩი.

*ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა. ი.ჭავჭავაძე

*სიყვარულს არ ჰყავს ეჭვიანობაზე მახლობელი და მასზე დიდი მტერი. ასევე რკინის უდიდესი მტერია ჟანგი, რომელიც მისგანვე გამოდის. ჯორდანო ბრუნო.

*ვნებანნი ჭკუას ანიჭებენ ყველაზე უფრო ბრიყვ ადამიანებს და აბრიყვებენ ყველაზე ჭკვიანებს. სენეკა.

*სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს. ალფრედ კამიუ.

*სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა. მეტერლინკი.

*სიყვარული-აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში-აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი. მოპასანი.

*სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ. მოციქული პავლე.

*სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით ”იყო და არა იყო რა”. მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება. ლობერგერი.

*სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა. ვაჟა-ფშაველა.

*თუ გსურს რომ სხვებს უყვარდე, შენთვითონ უნდა გიყვარდეს. სენეკა.

*იმისთვის გავჩნდი, რომ მიყვარდეს და არა მძულდეს. სოფოკლე.

პ.ს. და მაინც რა არის სიყვარული?!


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline anka333
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.