Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
miltoni blog

ნუ დაივიწყებ, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი


ვინც გინდა იყოს ჩემი მკითხველი, ქალი, კაცი, გინდ გასათხოვარი,
შენთან მაქვს ერთი შესახვეწელი, გთხოვ, აღმისრულო ეს სათხოვარი.
ცხოვრებაში რა შესწავლასა იწყებ და ბედითს კეთილ-გუნებიანი
... თან დაგდევს, იმ დროს ნუ დაივიწყებ, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

... იყავი ტურფა, იყავ უებრო, მდიდარი, ბრძენი, მხნე და ჭკვიანი
მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
შემთხვევამ მოგცა ბევრი ქონება, ხელმწიფედ დაგსვა, გქმნა სრულ სვიანი?
მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

ეგებ, კეთილო, ბედს არ უყვარდი, მოგიკლა გული, გყო სევდიანი?
ნუ დაეცემი, დასდეგ, გამაგრდი, გახსოვდეს, რომ ხარ ადამიაი!
დაე, იცვალოს გარემოება, თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
თვით ნუ იცვლები! მოვა დროება, გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.

ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს და სიყვარული მოძმეთა ვალად,
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს, თუკი გსურს გახდე ადამიანად!


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

nesisia (28)
ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს და სიყვარული მოძმეთა ვალად,
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს, თუკი გსურს გახდე ადამიანად!
#1, 18.12.2011 - 11:14
 

User
offline
offline miltoni (46)
ბრიტანეთის ოკეანეთი, British Oceania



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.