Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lizituso12 blog

მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია

,,ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..
ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..
ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..
ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა.ყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..
სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია.. ♥♥♥

მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია."

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline lizituso12
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.