Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eka-eka1 blog

ერთხელ სიკვდილი სიცოცხლეს შეხვდა,

ერთხელ სიკვდილი სიცოცხლეს შეხვდა,
გაეცინა და სიცილით უთხრა:
"რისთვისღა ჩუქნი სიცოცხლეს შენსას,
ხომ იცი ერთხელ მივალ,წავართმევ,
რისთვის აცოცხლებ წუთებს,საათებს
ბოლოს ხომ იცი მე რომ წავართმევ"
სიცოცხლემ სიკვდილს ღიმილით უთხრა:
"სწორედ ის არის ყველაზე ტკბილი,
რომ ხალხმა იცის შენ რომ წაართმევ,
იციან ფასი წამის და წუთის,
არსი ცხოვრების მშვენივრად ესმით"
"კარგი გეყოფა,ნეტა რას ამბობ,
როცა მივდივარ იცი რასა მთხოვს?
ყველას სიტყვები მხოლოდ ერთია
"ცოტაც მაცადე,დამტოვე მარტო"
გგონია შენი წუთები,წლები
ერთ მათგანს მაინც ყელში ამოსდის?
განა ცხოვრება მათთვის რამეა,
როცა სიცოცხლე წამის საქმეა"
სიცოცხლემ სიტყვა აღარ აცალა:
"ადამიანი ხომ სულ ასეა,
მას ხომ ყოველთვის სულ ბევრი უნდა,
ხუთასი წელი მან რომც იცოცხლოს,
ბოლოს ხომ მაინც სიცოცხლე უნდა.
ცხოვრება ასეა,ასე იქნება,
უფალმა ღმერთმა ასე ინება,
მე ვჩუქნი,შენ მიხვალ ართმევ,
ეს არის სწორედ ცხოვრების წესი"
სიკვდილი თითქოს ერთ ხანს ჩაფიქრდა,
სიცოცხლეს თვალებში მკაცრად ჩახედა,
თეთრი ღიმილით,ფიფქისფერ სახით
იქცია ისევ მსხვერპლისკენ პირი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

likalika26 (47)
samtuxaroa,magram realoçbaa!
#1, 19.12.2011 - 02:30
 

User
offline
offline eka-eka1 (27)
საბერძნეთი, Athinon, Athens



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.