Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
galaxyca blog

მეფობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ!

acgflhphtsib.gif


1.აუცილებელია ქრისტიანობის უზენაეს რელიგიად გამოცხადება! 2.აუცილებელია პასპორტში ეწეროს ეროვნება3.აუცილებელია პასპორტში ეწეროს სახელმწიფო ენა! 4.აუცილებელია პასპორტში ეწეროს მართლმადიდებელი ქრისტიანი! ყველაზე მთავარი -ქვეყანა ქრისტიანობის აღორძინებისთვის და უფალთან მიახლებისთვის უნდა ზრუნავდეს...მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს და ხელს უწობდეს ყველა აქ მოსახლის გაქრისტიანებას! შემოღებულ უნდა იყოს საყოველთაო 7 გზის ლოცვები, რაც ერს სულიერად აერთიანებს! დილა- საღამოს, საზრდელის წინ და მერე, საქმის დაწყების წინა და შემდგომ ლოცვებს აუცილებლად ყველა უნდა კითხულობდეს...ეს უნდა იქცეს ტრადიციად, რაც აამაღლებს სულიერების დონეს! და უფალი შეგვეწევა ეს პირველ რიგში...ასე იყო უწინ! და ყველა გზა იმისკენ უნდა შემზადდეს, რომ აღსდგეს საქართველოში მეფობა...ამ ინიციატივით თვით ქვეყნის პრეზიდენტი თუ პრემიერ მინისტრი და საერთოდ ყველა მოქალაქე უნდა გამოვიდეს...აუცილებლად ქვეყანა უნდა ეძებდეს და ამყარებდეს ძმურ და თანასწორ კავშირს მართლმადიდებელ ქვეყნებთან- პირველ რიგში რუსეთთან...რამენაირად უნდა გამოინახოს გზა ამისთვის...ივერიას მხოლოდ უფლის რწმენა, უფალთან მყოფობა სიწმინდე და სულიერი სიმაღლე თავმდაბლობა და სიყვარული გააერთიანებს! და ეს ასეც იქნება! ყველამ უნდა შევინარჩუნოთ საკუტარი სიწმინდე, უმკაცრესად დაცული უნდა იქნას 10 მცნება, საკუთარი ოჯახის სიწმინდე და სამართლიანობა , ისევ ჩვენი ერისთვის, რადგან ჩვენი ლოცვა ძლიერი და შესმენილიც იქნება უფლის წინაშე...აი ამას, სულიერებას ყველაზე მეტად ებრძვიან მთელ მსოფლიოში როგორც ხედავთ...არავითარ გზას არ ერიდებიან, ოღონდ ჩაკლან ადამიანში უფლის რწმენა და ეროვნული ფასეულობები. უნდა ვიყოთ თავგანწირულნი უფლისა და საქმის , ერის წინაშე და ჩვენი რწმენის წინაშეც! მაშინ ვერავინ მოგვერევა!



რაც შეეხება მეფობის აღდგენას,
ამაზე უნდა იმუშაოს მთელმა ინტელიგენციამ , და სულიერმა წინამძღვრებმა...პატრიარქიც ამ თემას მნიშვნელოვნად თვლის...ჩემი აზრით ქვეყანას მირონცხებული ადამიანი სჭირდება ადამიანს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ სცხებენ მირონს , როცა ნათელს იღებს ,( როცა ინათლება) ხოლო მეფეს ორჯერ ანუ როცა ინათლება და მერე მეფედ კურთხევის დროს...ეს ღვთისგან რჩეულს ნიშნავს და ამ ადამიანს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია უფლის და ერის წინაშე..თავის მხრივ უფლის წყალობა უფრო მეტი მოდის ღვთის რჩეულზე და საერთოდ ერზე...მე ამის მჯერა...და ასეცაა....დაკვირვებული ვარ -რაც საქართველომ მეფობა დაკარგა ანუ_ 1801 წლიდან ზუსტად რომ მას შემდეგ დავკარგეთ უმნიშვნელოვანესი ტერიტორიები...მადლი განგვშორდა...რაც სეეხება მეფობის აღდგენას მემკვიდრე უნდა გაიზარდოს მონასტერში წმინდა ქრისტიანული პრინციპებიტ და ტრადიციებით...დანარჩენი ჩემი აზრით თავადაზნაურობა სულ არ არის საჭირო, ეს დიფერენციაციას გამოიწვევს სოციუმში...საჭიროა მხოლოდ მირონცხებული...და მერე პრემიერი და ა.შ...ანუ პრეზიდენტის ფუნქცია დაახლოებით მეფემ უნდა შეითავსოს, ის იქნება უცვლელი....და გაგრძელდება უძველესი ჩვენი მეფობის ხაზის გადასვლის ტრადიციით, ხოლო პარლამენტი და სხვა ორგანოები არჩევნების გზით წავლენ....მე თუ მკითხავთ დღეს ჩვენი ისტორიის ,საუკუნოვანი გამოცდილების ბაზაზე ( რაც სულიერებაში არ დაკარგულა ჯერ კიდევ და გენებში მოგვდგამს) იდეალური მოდელის შექმნა შეგვიძლია! მთელი მსოფლიოც გაიგებს ვინები ვართ, რანი ვართ და საიდან მოვდივართ! დღეს რომ განვითარებადს გვიწოდებენ...მე თუ მკითხავთ ეს იქნება საქარტველოს გაცოცხლება და ასე ვთქვატ საქართველოს--ივერიის მკვდრეთით აღდგომა! ეს ყველას უნდა გვაღელვებდეს ჩემი აზრით...რადგან ყველაზე დიდი მოკავშირე ღმერთია ჩვენ უფალთან უნდა მივიდეთ ყველა გზით და ყველა საშუალებით! გვახსოვდეს უფალს ყოველივე შეუძლია , უპირველესი მოკავშირე ღმერთია და არა ამერიკა, რუსეთი და ა.შ....უმთავრესიც ესაა მართლმადიდებლობისთვის თავგანწირვა, ამ პრინციპების ჩამოყალიბებას მეფობის ტრადიციული ინსტიტუტის აღდგენა ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს..ხოლო მეფე უნდა იყოს წმინდა, მართლმადიდებელი, უდიდესად მორწმუნე და უფალს მინდობილი ადამიანი....უნდა მოხდეს წარსულის და დღევანდელი გამოცდილების სინთეზი, შეჯერება , ყველა საუკეთესო ასპექტის ერთ სპექტრში თავმოყრა...ეს ყველაზე დიდი ქართული საქმეა მე თუ მკითხავთ...ეს იქნება ისევ ვიტყვი ივერიის გაცოცხლება ! და გზა ივერიის გაბრწყინებისკენ.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ( თუ არ ვცდები ) რუსი წმინდანის მიერ ნაწინასწარმეტყველებია რომ რუსეთს მეფე ეყოლებაო სწორედ რომ სამართლიანი და მართლმადიდებლობის დამცველი...მისი შიში თვით სატანასაც კი ექნებაო! ასევე ნაწინასწარმეტყველებია საქარტველოში მეფობის აღდგენაც და ნაწინასწარმეტყველებია ივერიის გაბრწყინებაც (არ დაგვავიწყდეს ეს თვით ღვთისმშობელს უთხრა ანგელოსმა)....ჰოდა ყველაზე მთავარი ჯერ თითოეულ ქართველში იმის გათავისებაა, რომ მას ერის წინაშე უდიდესი მისია აკისრია...მისია წმინდა სულიერი ქრისტიანული ცხოვრებისა, 10 მცნების დაცვისა , უღალატობისა მეგობრებთან თუ ოჯახში, (!) მისია ლოცვისა სიტყვისა და საქმისა! მისია სიყვარულისა და თავგანწირვისა უფლის და ერის წინაშე! ასე თუ ვიცხოვრეთ ყველამ მაშინ იქნება წინსვლა...ეს კი ხალხს ეკლესიამ , სახელმწიფომ და მეფემ უნდა აჩვენოს! ამის მაგალითი..



.

აუცილებელია ანჩისხატის, ღვთისმშობლის კვართის და ბევრი სიწმინდის და ხატის მუზეუმებიდან ეკლესიაში დაბრუნება!!!! ეს არის აუცილებელი, ამ ხატების და სიწმიდეების ეკლესიაში არმყოფობა და მუზეუმებში გამომწყვდევა აფერხებს საქართველოს! ამაზე გაბრიელ ბერს ზუსტად აქვს ნათქვამი...უფალმა აცხოვნოს მისი სული! ხატების და სიწმიდეების წინაშე სანთლები უნდა ენთოს და ლოცვები უნდა აღევლინებოდეს!..
.
პატრიარქსაც არაერთხელ აქვს ეს ნათქვამი.

უფალმა დაიფაროს საქართველო ამინ!



.



acgflhphtsib.gifacgflhphtsib.gif

Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა:

ზრუნვა უსიყვარულოდ _ უშედეგოა;

პასუხისმგებლობა უსიყვარულოდ _ სიფრთხილეა;

სამართლიანობა უსიყვარულოდ _ გულქვაობაა;

სიჭკვიანე უსიყვარულოდ _ ეშმაკობაა;

მეგობრობა უსიყვარულოდ _ მლიქვნელობაა;

წესრიგი უსიყვარულოდ _ მეწვრილმანეობაა;

პატივი უსიყვარულოდ _ ქედმაღლობაა;

ქონება უსიყვარულოდ _ სიხარბეა;

რელიგია უსიყვარულოდ _ ფანატიზმია;

იზრდება სიყვარული რწმენით.

პატრიარქი ილია II
#12, 24.12.2011 - 21:05
გაიხარეთ, უფალი შეგეწიოთ..
25.12.2011 - 00:30
giopozitiv (41)
qristianoba es qristes swavlebaa. mas ar utqvavs mociqulebistvis gaiyavit drota ganmavlobahi da saxelebi dairqvit,zogs martmadidebeli gerqvat ,zogs katolike,zogs protestanti .... da ragac ragaceebi shecvaleto.magalitad qristianobis saxelit politikuri sakitxebi an finansuri sakitxebi .... moigvareto. qriste sulierebas aswavlida da saertod ar miutitebda samxedro,finansur,politikur sakitxebistvis chemi saxelit imoqmedeto da shegewevito : ) , qristes madli gsurt? iyavit qristianebi.
#11, 20.12.2011 - 15:35
დიდი ქრისტიანები იყვნენ ვახტანგ გორგასალი, თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი...და ბევრი კიდევ...
20.12.2011 - 23:54
galaxyca (37)
არ დაგვავიწყდეს, მსოფლიოში პირველი სამეფო პარლამენტის მოდელი დარბაზი საქართველოში იყო თამარის დროს...აბა ვინ შექმნა ეს, თუ ჩვენ არა...
#10, 20.12.2011 - 01:08
იდეალური მოდელი არ არსებობს, ქართველები კი არაფრის შემქმნელები არ ყოფილან არასდროს და ეხლა გამიკვირდება გონება რომ გაეხსნეს ალკოჰოლიკ და ნარკომან კრიმინალურ ერს და რამე შექმნას, რელიგიას რაც შეეხება ქართველთა უმეტესობა მუსლიმია, ისინი რა ვქნათ გავრიყოთ ქართველობიდან? თუ ძალით გავაქრისტიანოთ როგორც შენ თქვი? ძალადობამ დაღუპა საქართველო ჩემო კარგო და ქართველების ზედმეტმა ამბიციებმა, რელიგია გადაჭარბებული დოზით წამლავს ადამიანთა გონებას, პანათიკოსები არც მუსლიმები ვარგა და არც ქრისტიანები, ღმერთი უნდა გწამდეს მაგრამ რელიგიური სახელმწიფო არ უნდა შექმნა, სხვა სემთხვევაში არაფრით უკეთესი არ ვიქნებით ირანზე და საუდის არაბეთზე
#9, 19.12.2011 - 22:33
ასე არ იქნება ძმაო მერწმუნე...ვახტანგ გორგასალმა ხომ იცი რა გვიანდერძა?

ქართველნო -ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს!
აი ეს სიტყვები მარტო კი არ უნდა გვესმოდეს, უნდა შეიგრძნო...

მერე ასე არ ისაუბრებდი, მერწმუნე...

საერთოდ სიტყვა ფანატიზმი შემოგდებული თემაა და მიზნად ისახავს ჭეშმარიტი რელიგიის ძირის შერყევას, ანუ მორწმუნე ადამიანთა დაცინვას და ფანატებად აღიარებას...ავღანელ ფუნდამენტალისტებთან გათანაბრებას..ეს შორსგამიზნული გეგმა იყო. ხელოვნურად სწორედ რომ ასე გააკეთეს... ფუნდამენტალისტები გააგიჟეს ,გაამწარეს ... ხალხი მოაკვლევინეს, მერე ეს ფაქტები გაავრცელეს...11 სექტემბრის ტერაქტიც ამას ემსახურებოდა...ეს მიმართულია ყველაზე მეტად მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი რელიგია და ეს ბოროტმა კარგად უწყის)...და ამიტომაც ცდილობენ მასონები და ათასი ჯურის მწვალებლები მართლმადიდებლობა ფუნდამენტალისტებთან და რელიგიურ ფანატებთან გააიგივონ...სწორედ რომ ფანატიზმი არის შემოგდებული თემა...აქვე მე საჭიროდ ჩავთვლი ჩვენი პატრიარქის სიტყვები მოგიყვანო:

სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა:

ზრუნვა უსიყვარულოდ _ უშედეგოა;

პასუხისმგებლობა უსიყვარულოდ _ სიფრთხილეა;

სამართლიანობა უსიყვარულოდ _ გულქვაობაა;

სიჭკვიანე უსიყვარულოდ _ ეშმაკობაა;

მეგობრობა უსიყვარულოდ _ მლიქვნელობაა;

წესრიგი უსიყვარულოდ _ მეწვრილმანეობაა;

პატივი უსიყვარულოდ _ ქედმაღლობაა;

ქონება უსიყვარულოდ _ სიხარბეა;

რელიგია უსიყვარულოდ _ ფანატიზმია;

იზრდება სიყვარული რწმენით.

პატრიარქი ილია II

ქარტველებს კი მე ერთს გეტყვი სიყვარული უხვად გვაქვს, ჯერ კიდევ შეგვრჩენია მიუხედავად იმისა, რომ ამას დიდი მონდომებით ცდილობენ დაგვიკარგონ!
და მეორე კიდევ, როდესაც თემა მართლმადიდებლობას ეხება, მარტლმადიდებლობა თავისთავად სიყვარულს ქადაგებს ძმაო ( ღმერთი სიყუარულ არს) და ქრისტიანობა და მისი ფასეულობებისთვის თუნდაც თავგანწირვა სულაც არაა ფანატიზმი! ჭეშმარიტი სიყვარული არაა ფანატიზმი ...( მე ფანატიზმს ვუწოდებ ვთქვათ რომეო-და ჯულიეტას სიყვარულს, ან თუნდაც სუიციდით დამთავრებულ ნებისმიერ სიყვარულს, რაც საკმაოდ ხშირია სამწუხაროდ) , რადგან ამ ხალხს უფალი არ ახსოვთ და თავს იკლავენ!!! და კიდევ ერთი უფალთან მყოფობა არასდროსაა ფანატიზმი და უფლის სიყვარული...არც სამშობლოს სიყვარული და ქრისტიანობისთვის თავგანწირვა....გავიხსენოთ სააკაძე, რომელმაც თავისი შვილი სამშობლოსთვის გაწირა...ფანატი იყო?> ან თუნდაც აბრაამი, რომელსაც უფალი ცდიდა და შვილი აჰყავდა შესაწირად >ფანატი იყო?

ჭეშმარიტი რელიგია გადაჭარბებული დოზით არ არსებობს, გადაჭარბებული დოზა შეიძლება იხმარო მუსლიმებთან და ა.შ....

ქართველები ბევრი რაღაცის შემქმნელები არიან, თითქმის ყველა სფეროში...

რაც შეეხება საქართველოს მოსახლე რელიგიურ უმცირესობას ( თუ არ ვიცი უმრავლესობად მიიქცნენ უკვე) ძალდატანება არ მიფიქრია, მე აღვნიშნე ხელი უნდა სეუწყოს მეთქი მაქსიმალურად და ეს რათქმა უნდა ძალიან კარგი აზრია! საკმაოდ ვრცელი პასუხი კი გამოვიდა, მაგრამ ღირს ნამდვილად სათქმელად...






20.12.2011 - 01:00
საუდის არაბეთი ჩვენთან მოსაგონი იქნება, რელიგიური პოლიცია აკლია, ანუ ვინც დაარღვევს რომელიმე მცნებას უეჭველი უნდა დაისაჯოს ბრბოს მიერ ჩაქოლვით, ასეთი დანაშაულებია, საღეჭი რეზინის ხმამაღლა ღეჭვა, ქორწინებამდე კოცნა. ( ცოლი მოგყავს და რანაირი კბილები აქვს და რა სუნი აქვს პირში ვერ გაიგებ ) მარხვის არდაცვა საპათიო მიზეზის გარესე, სავალდებულო გახდება ეკლესიისთვის პულის გადახდა ისე როგორც შუასაუკუნეებში იყო საქართველოში და რათქმაუნდა ყველა ქალი სამზარეულოში უნდა იყოს დაბავშვებს აცენდნენ, არავითარი კონსთითუციური უფლებები მათ არ უნდა ქონდეთ ( პრინციპში ამას არაუშავრს) და უამრავი შუასაუკუნეების თრადიცია აღვადგინოთ, შემოვიღოთ სმა ჭამის ფესტივალები სადაც ნამდვილი ღიპიანი ქართვეები გაგუდვამდე დალევენ ნამდვილ ქართულ რვინოს, სწორედ ეს გაერთიანებს საქართველოს. თავადაზნაურობა რაში გვჭირდება მონარქი ერთპიროვნული უნდა იყოს ( არც ერთ ქვეყანაში არ არის მონარქია ისეთი სადაც მონარქიული კლასთა დაყოფა არ იყოს) ნუ მაგარი ხალხი ვიქნებით მეფე გვეყვარება და ყველაფერს დავუჯერებთ
#8, 19.12.2011 - 18:16
ნუ, აქ თქვენს მიერ გამოხატული პესიმიზმი აბსოლუტურად ნორმალურია:):) უფრო ადრე ხალხი სულ გიჟდებოდა ამის გაგონებაზე...მალე მოვა დრო რომ სიმართლეს გაიგებთ თქვენც და ბევრი კიდევ:))

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თქვენს მიერ ნახსენები ათი მცნების დამრღვევთა ჩაქოლვა (თან ბრბოს მიერ) საკმაოდ დაბალი დონის ეპითეტია...

რაც შეეხება ღიპიან ბიძებს და ა.შ. ეს შედარებაც საკმაოდ ბანალურია, ტაკ ჩტო დალშე ამის გაგრძელებას საჭიროდ არ ვთვლი :)))))

პ.ს. მე კიდევ ვიტყვი, იდეალური მოდელის შექმნა შეგვიძლია ყოველივე იმის ბაზაზე, თუ რაც გაგვაჩნია...

19.12.2011 - 21:34
agni121 (40)
უფალმა დაიფაროს საქართველო ამინ!
wm nikolozobas gilocav zaza shegewios misi madli...
#7, 19.12.2011 - 18:04
გაიხარე ინგა...შენც გილოცავ...შეგეწიოს!


უფალმა დაიფაროს საქართველო ,
ამინ! ამინ! ამინ!
20.12.2011 - 01:06
ნიკოლოზობას გილოცავთ ყველას, გფარავდეთ!!!
#6, 19.12.2011 - 14:32
შენც გფარავდეს ბიძი!
20.12.2011 - 01:08
უნდა ვიყოთ თავგანწირულნი უფლისა და საქმის , ერის წინაშე და ჩვენი რწმენის წინაშეც! მაშინ ვერავინ მოგვერევა!

უფალმა დაიფაროს საქართველო ამინ!
#5, 19.12.2011 - 14:31
ამინ ! გაიხარე ჯიგარი ხარ ! რა უცებ იგრძნობა , რომ მთის შვილი ხარ, ან შვილიშვილი :)_))

ყოჩაღ შენ თავგანწირვაა მთავარი, სხვანაირად ვერაფერი გამოვა ბიძი!
20.12.2011 - 00:27
"მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს და ხელს უწობდეს ყველა აქ მოსახლის გაქრისტიანებას! შემოღებულ უნდა იყოს საყოველთაო 7 გზის ლოცვები," ძმაო ირანში თუ გინდა ცხოვრება აქვეა გადადი :):):) და ვისაც არ გვინდა გვაცალე რა ჩვენ გემოზე გატრაკება
#4, 19.12.2011 - 10:25
ირანი აქ არაფერ შუაშია ძმაო..ასე უცხოვრიათ ჩვენს მამა პაპათ და ასე უნდა ვიყოთ...სხვათაშორის მინდა გითხრა , რომ ( ამას მხოლოდ იმ მიზნით გეუბნები, რომ მიგახვედრო და არა იმიტომ , რომ საკუთარი თავი წარმოვაჩინო) ბევრი ცუდი მიკეთებია წარსულში ,ყოველი წამი სიამოვნებისთვის ვცხოვრობდი..ბოლოს მივხვდი, რომ ეს ცხოვრება სიამოვნებისთვის არაა შექმნილი!

ამ ცხოვრებაში თვით ქრისტე დაიტანჯა, წარმოიდგინე ჯვარს ეცვა ვისგან? გავიხსენოტ აბსოლუტურად უდანაშაულო იყო ...და ჩვენ გვითხრა ადამიანებს -იარეთ ჩემს გზებზეო- ეს ნიშნავს სიკეთის , სამართლიანობის , სიწმინდის და ტანჯვის გზებზე ვიაროთ! რათა სასუფეველში მოვხვდეთ..და ვაბშემც ძმაო ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და უმთავრესი ცათა სასუფეველია, ეს ცხოვრება წამია. ყველაზე უმთავრესად ცათა სასუფეველში, სამოთხეში მოხვედრაზე უნდა იფიქროს ადამიანმა და შეიმზადოს გზები...ჩვენ კი სიამოვნებებს ვეძებთ, ასე არ გამოდის...უფალი დაიტანჯა და ჩვენ ვინ ვართ სიამეებს, ჟარგონულად ვიტყვი ,,კაიფს’’ , თუნდაც ძალაუფლებით ტკბობას რომ ვეძებთ...მე უბრალოდ ჩემს წარსულს ძალიან ვნანობ ( მართალია კაცი არ მომიკლავს) და სიცოცხლის ბოლომდე გამყვება ალბათ ეს სინანული...ამიტომაც სულით და გულით მსურს სხვამ არ ჩაიდინოს ის შეცდომა, რაც მე ჩამიდენია! ნუ გამგებმა უნდა გაიგოს...ლ
20.12.2011 - 00:22
"დაკვირვებული ვარ -რაც საქართველომ მეფობა დაკარგა ანუ_ 1801 წლიდან ზუსტად რომ მას შემდეგ დავკარგეთ უმნიშვნელოვანესი ტერიტორიები.." - როგორც მახსოვს ამის მიზეზი მართლმადიდებლური რუსეთია, რომელთანაც დაახლოება ასე ძალიან გინდა.... ცოტა წინაარმდეგობას ვხედავ აქ მე პირადად :)
#3, 19.12.2011 - 10:24
წინააღმდეგობას ბევრი ხედავს, მაგრამ გეტყვი, რომ ეს ასეა...ნაწინასწარმეტყველებია წმინდანების მიერაც, რომ ბოლოჟამს რუსეთი შეინანებსო და უფალთან იქნებაო...აქედან გამომდინარე უფალი გვაერთიანებს და საჭიროა უფალთან თანამყოფობა და მართლმადიდებლობის უზენაესობამდე წამოწევა...თუნდაც რუსეთს მიეწოდოს ჩვენგან ეს იდეა , მერე რა ჭეშმარიტების აღმოჩენას და გავრცელებას რა სჯობს....საერთოდ საქართველოს დიდი მისია აკისრია მსოფლიოს წინაშე და ეს ახალი ამბავი არ არის...
20.12.2011 - 00:11
1  2  [»] 

© 2017 Face.ge - all rights reserved.