Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NnIiNnIi blog

მიყვარხარ

--მეც შენთან ნიავს
ვატანდი შენზე ნატვრებს,
- ჩემთან დრო ძალიან
ნელა მიდიოდა,
-- მე კი უშენოდ
გული მიმდიოდა - სიზმარში გხედავდი...
კოცნას ვერ ვბედავდი,
-- შენ კი ცაზე ვარსკვლავების
ფონად ელავდი,
- რა ძნელი ყოფილა
ცხოვრება უშენოდ,
-- იცი?... მეც მომბეზრდა,
უთქმელად..... უენოდ!.....
- მე უკვე დამავიწყდა
თუ რა არის სიხარული,
-- მას შემდეგ არც მე არ
ვყოფილვარ მხიარული,
- როგორ მომენატრე
ნეტა იცოდე,
-- გახსოვს შენ ჩემი...
სუნთქვა რომ გიწოდე?

- გახსოვს ვარდები...
ეკლებში კრებული?
-- მე მახსოვს თვალები.....
შეყვარებული.....
- მინდა ჩაგეხუტო,
გულში მაკლიხარ,
-- შენ კი ჩემი სულის
სამყაროს აკლიხარ.
- უშენოდ ცხოვრებამ
აზრი დაკარგა....
-- დამპირდი რომ აღარასდროს
აღარ დამკარგავ....
- მოდი ყველაფერი
დავიწყოთ თავიდან,
-- მე უშენობას...
ვეღარ გადავიტან!
- მთელი ცხოვრება,
სიყვარულს გპირდები,
-- მე მთელი სიცოცხლე
შენს გვერდით ვიქნები!
- როგორ მყვარებიხარ
ღმერთო არ მჯერა....
-- უნდა დავფიქრდეთ..

ამჯერად..... ამჯერად....

პირველი ნაბიჯი,

პირველი სიტყვა,

თითქოს გამოგვრჩა,

არცერთს არ გვითქვამს,
თითქოს სიამაყემ
წაიღო ფერება და.....,
ერთ სიტყვას შევწირეთ
ეს ბედნიერება!
ერთმანეთს ველოდით,
დიდხანს და უთქმელად,
შეხვედრას კი ვნატრობდით,

სულმოუთქმელად....

ორივე ველოდით,

სიტყვებს ..... ავ-კარგებს,

აი ამ ლოდინში კი

მთავარი დავკარგეთ .......
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
User
offline NnIiNnIi (22)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.