Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

ვაიმე, ჩემო ტკივილო,

ვაიმე, ჩემო ტკივილო, -
ჯანღად აყრიხარ თვალებს,
დამკლავენ, ისევ ვცოცხლდები,
ვცოცხლდები, ისევ მკლავენ.
არყოფნა მეტის-მეტია,
ყოფნაა უფრო მწარე.
ნეტავ, სადა ჰყეფ,ყორანო,
შენი არ მომდის ჩქამი.
არ მინდა, რატომ მიბრალებთ,
ან რა მჭირს შესაბრალი...
თუ ვისი რამე მემართა,
გადავიხადე ვალი.
სხვა ვიღა უნდა მომიკლა,
რომ გამიხელო წყლული,
ასე არასდროს ვყოფილვარ
ტკივილებისგან სრული.
შენ სახეს მიჩენ, სიკვდილო,
არც მე ვარ დანისლული.
წავიქცე ბევრიც მინდოდეს
ნებას არ მომცემს სჯული.

ტარიელ ხარხელაური

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.