Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
link blog


ამეკვიატე ყველა ფიქრებში,
დარდში, სიცილში, ცრემლშიც- თუ გნებავს,
აკრძალულია ჩემთვის ნუგეში,
ამ სიყვარულის არ მაქვს უფლება.
დილას -მზის სხივით გეჩურჩულები ,
დღე -შენს ნაფეხურს დავსდევ კვალდაკვალ,
შემოგიჩრდილე ფეხის გულები
და მზერას გპარავ ,ღამით- თვალდათვალ.
ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე,
გულს ჩაგიტნევ და თან ამოგყვები,
მონატრებიდან მონატრებამდე,
შენსკენ სავალ გზებს კვლავ გამოვყვები.
მერე, ფერებით მოგაჯადოვებ,
მკერდს დაგებნევი როგორც თილისმა.
სხვისი ხარ ,მაგრამ ჩემთან დაგტოვებ,
რაც უნდა სული კორტნოს სინდისმა.
იცოდე ,როცა სხვას შეიყვარებ,
კრძალვით სიშორეს მე დაგპირდები.
გეტყვი, თავს ალბათ ვერ შევიკავებ,
-მე შენ მიყვარხარ, კი არ მჭირდები...



Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.