Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tulula blog

რატომ მაგონებ

ჩემს დაგუბებულ და დამცხრალ სულში
ვარდის სურნელი შემოაქვთ ქარებს,
მეკი ბავშვობის დღეებსა ვფურცლი,
კარგა ხანია თავს მათ ვაფარებ...
რომ ავიცილო ბედის დარტყმები,
ახალ დროების ავი სტუმრობა,
ასე მგონია, რომ ვართ ბარტყები,
და ვერ ამჩნევენ ჩვენს გულჩვილობას...
ახლა ერთმანეთს ისე ვჭირდებით,
როგორც დაღლილ სულს მხარზე დაყრდნობა,
ნუ დამპირდები, ნუ დამპირდები,
შენგან არ ვიღებ მე თანაგრძნობას...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.