Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Pablo Neruda – Death Alone


არსებობენ მარტო(სული) საფლავები,
ხმამოკლებული ძვლებით გავსილნი,
გულში გამჭოლი გვირაბით,
ბნელი, ბნელი გვირაბით:
კატასტროფა სხეულის ცენტრში, რის გამოც ვკვდებით,
როგორც ჩაძირვა საკუთარ გულში,
ანდაც კოლაფსი კანიდან სულში.

არსებობენ ცხედრები,
მათ ტერფებზე მიკრული საფლავის ფილები
და სიკვდილი მათ ძვლებში,
როგორც ანკარა ხმა,
როგორც ყეფა ძაღლის გარეშე,
ნესტისგან დასიებული ზარები და საფლავები,
როგორც გოდება და წვიმა.

როცა მარტო ვარ, დროდადრო ვხედავ
სიკვდილის დროშის ქვეშ მცურავ კუბოებს,
გაფითრებულ და ხრწნად მგზავრებს, ქალის მკვდარ ნაწნავს,
მცხობელებს, ისევე თეთრებს, როგორც ანგელოზები,
ნოტარიუსებზე გათხოვილ, ფიქრებში ჩაძირულ გოგონებს.
კუბოები ვერტიკალურად აღემართებიან მკვდართა მდინარეზე,
შავი ღვინის მდინარე სათავეს უბრუნდება,
სიკვდილის ხმებით დასიებული აფრებით და
სიკვდილის მდუმარე ხმით დატვირთული.

სიკვდილი გამოხატულია ხმაში,
როგორც "ჩუსტები" – ტერფების გარეშე, კოსტუმი – ჩამცმელის გარეშე,
უძვლო და უთითო ხელით რომ აკაკუნებს ბეჭდით
და რომ ყვირის – პირის, ენის და ხორხის არმქონე.
თუმცა მისი ნაბიჯების ხმა
და სამოსის ექო დადუმებულია, როგორც ხე.

მე არ ვიცი, ვერ ვაცნობიერებ, რთულად აღვიქვამ,
მაგრამ მეჩვენება, რომ მისი სიმღერა სველი იასამნისფერია,
დედამიწა ამ ფერს კარგად მოიხმარს
რამეთუ სიკვდილს, სახე აქვს მწვანე,
როგორც მის მზერას,
როგორც შხამითა და ნესტით გაჟღენთილ ფოთოლს, რომელიც იასამნისფრად იფარება,
როგორც გრავიურა საფლავზე – განაწყენებული ზამთრის ფერი.

მაგრამ სიკვდილი, ცოცხზე ამხედრებულ მხედარს ჰგავს,
რომელიც მკვდრებს ეძებს წარსახვეტად
– სიკვდილი ცოცხშია,
მისი ენები საცეცებად ქცეულან მკვდრების ძებნაში,
სიკვდილის ნემსი კი სიცოცხლის ზვინში დაკარგულ ძაფს ყოველთვის ნახავს.

სიკვდილი ჩვენს საწოლშიც წევს:
ზარმაც ქვეშაგებებში და შავ გადასაფარებლებში,
ის თვითოეულ საგანში ცხოვრობს, შემდეგ უეცრად ქროლდება
ამოუცნობი ხმით და ფოთლებით ავსებს
მისი დროშის ქვეშმცურავ საწოლებს, რომლებიც ყურისკენ მიცურავენ,
სადაც სიკვდილი დგას მომლოდინე, ადმირალის კოსტუმში გამოწყობილი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.