Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

ბედნიერება

ფეხით აუყვა აღმართს.

მთასავავით მხრებგაშლილი.

დაღონებული.

ჭირგამოვლილი კაცივით დაძაბუნდა, ამ რამოდენიმე წელიწადში.ოცნებაც სხვაგვარი გახდა მისთვის.

ცხოვრებამ ფასეულობები შეუცვალა, თუმცა წარმოსახვა და შეგრძნებები ისევ უსასრულოა და უკიდეგანო ..

წყალი მოსწყურდა.არ იცოდა,რომ არსებობდა,სადღაც ისეთი წყაროს წყალი,რომელსაც ერთხელ რომ დალევ,საუკუნოდ მოიკლავ წყურვილს.ან იქნებ იცოდა,მაგრამ საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე,ყოველთვის მწყურვალს უნდოდა ყოფნა..

მზეს რომ გაუწოდა ხელები,წვიმა წამოვიდა.გაიგრილა სული და ჩრდილში მიწვა.ბავშვობაშიც არ შეეძლო უდარდელად ყოფნა.ყოველთვის გრძნობდა იმ უხილავ სამყაროს,რომელსაც სულიერებას ეძახიან...

ცას როცა უცქერდა,ავიწყდებოდა ადამიანი რომ იყო..მიუხედავად იმისა რომ იცოდა ფრთები არასდროს ექნებოდა.

ხომ არსებობენ ჭირგამოვლილი,მგლოვიარე ადამიანები..ისიც სწორედ ასეთი იყო და საკუთარ ხასიათს,რომ აცნობიერებდა,კიდევ უფრო უმძიმდებოდა გული.გაეპარებოდა ხოლმე ადამიანებს და თაკარა მზესავით გადაირბენდა ტრიალ მინდორს.ბუნებას უცქერდა და მთელი სამყარო მის სულში რომ აგრძელებდა სიცოცხლეს,როგორ უნდა ეცხოვრა უდარდელად?

იწვა და ხატავდა..ხან წარმოსახვით,ხან რეალურად..ბევრჯერ სცადა,საკუთარი სევდის მიზეზი აეხსნა და ცხოვრება გაეხალისებინა,მაგრამ ლხინშიც კი მარტოსული იყო.ადამიანებთან თავს უხერხულად არ გრძნობდა,უყვარდა მოყვასი,მაგრამ მარტოობა იზიდავდა,როგორც სამყარო,სადაც ცხოვრება სამუდამოდ შეეძლო თითქოს.სასაუბრო,რომ არ გამოელია საკუთარ თავთან, ტყეში აიშენა სახლი.საოცრად ბედნიერი იყო,დილით თვალს რომ გაახელდა და მზეს ხედავდა სტუმრად.ხის ტოტები მხრებზე ეხვეოდნენ და ვარსკვლავთა ცვენას ფოთლების შრიალს ადარებდა ყოველთვის.

გაზაფხული უყავრდა განსაკუთრებით.

აფეთქდებოდნენ ალუბლის ყვავილები და მის ეზოში დაიპარებოდნენ ღამ-ღამობით.

ცხოვრების ბოლო წლებში,როგორც იქნა ბედნირების პოვნა შესძლო.

ბედნირება-სიმშვიდეა.სიმშვიდეს სრულყოფილება ქმნის,ამიტომ საჭიროა ხელები ღმერთისკენ აღმართო და ლოცვა აღავლინო.შემწეობა ითხოვო და საკუთარი თვალით დაინახავ,როგორ წამოვა ციდან ციური მადლი, როგორ აიდგამენ მთები ფეხს და ბარში ჩაირბენენ,უფლის ძალით სულიერად გაცოცხლებული ადამიანები.


Tags:

 
Interesting
positive votes: 15  |  negative votes: 0

Write comment:

ბედნირება-სიმშვიდეა. სიმშვიდეს სრულყოფილება ქმნის, ამიტომ საჭიროა ხელები ღმერთისკენ აღმართო და ლოცვა აღავლინო, შემწეობა ითხოვო და საკუთარი თვალით დაინახავ, როგორ წამოვა ციდან ციური მადლი, როგორ აიდგამენ მთები ფეხს და ბარში ჩაირბენენ უფლის ძალით სულიერად გაცოცხლებული ადამიანები... kargia
#4, 30.12.2011 - 02:58
ბედნირება-სიმშვიდეა.სიმშვიდეს სრულყოფილება ქმნის,ამიტომ საჭიროა ხელები ღმერთისკენ აღმართო და ლოცვა აღავლინო.შემწეობა ითხოვო და საკუთარი თვალით დაინახავ,როგორ წამოვა ციდან ციური მადლი, როგორ აიდგამენ მთები ფეხს და ბარში ჩაირბენენ,უფლის ძალით სულიერად გაცოცხლებული ადამიანები.
#3, 21.12.2011 - 14:29
aMIRZAde (46)
ბედნირება-სიმშვიდეა.სიმშვიდეს სრულყოფილება ქმნის,ამიტომ საჭიროა ხელები ღმერთისკენ აღმართო და ლოცვა აღავლინო

ეგრე თუ არის, ალბად არ მიწერია ბედნიერი ვიყო...
#2, 20.12.2011 - 23:57
rruru (54)
ცას რომ უცქერდა, ავიწყდებოდა ადამიანი რომ იყო. მიუხედავად იმისა რომ იცოდა ფრთები არასოდეს ექნქბოდა.
#1, 20.12.2011 - 17:01
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.