Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
raptoralligator blog

ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ალბათობის თეორია

მახათი #1

with 9 comments

Python-ის (პროგრამირების ენაა ასეთი) შესწავლის პროცესში ვარ და ალბათობის თეორიის გადამეორების. ამ ორმა საქმიანობამ კი გადაკვეთის წერტილი ამ ღამეულ “მახათ #1″–ში ჰპოვა, სადაც მომინდა შემემოწმებინა თეორიულად მიღებული შედეგი პრაქტიკულ მაგალითზე. ამასთან დამაინტერესა პითონზე თუ შევძლებდი შესაბამისი კოდის დაწერას.

თეორიული ნაწილი:

უილიამ ფელერის წიგნში “შესავალი ალბათობის თეორიაში” ასეთი მაგალითია განხილული: გამოვთვალოთ რა არის ალბათობა იმისა, რომ პოკერის თამაშის დროს დარიგებული ხუთი კარტის ნახატი იქნება განსხვავებული. ამოხსნის გზა ასეთია: ხუთი განსხვავებული ნახატის კარტი შეიძლება ამოირჩეს [13,5] გზით, სადაც ეს [13,5] ბინომიალური კოეფიციენტებია. ვინაიდან ფერებს მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ამორჩევის ვარიანტების რაოდენობა უნდა გავამრავლოთ ოთხის მეხუთე ხარისხზე და ალბათობის დასათვლელად უნდა გავყოთ ვარიანტების სრულ რაოდენობაზე, ანუ [52,5]–ზე, მივიღებთ:

ამ გამოსახულების პასუხი არის 0,5071 რაც იმას ნიშნავს, რომ პოკერში დარიგებული ყოველი ხუთი კარტიდან ორი ერთნაირი ნახატის მქონე კარტი თითქმის ყოველ მეორე დარიგებაში გვეჭირება (თითქმის იმიტომ, რომ 0,5071–ია და არა 0,5).

პრაქტიკული ნაწილი:

Python-ზე კოდი შემდეგნაირად გამოიყურება, რომლის დაწერა ჩემდა გასაკვირად არ გამჭირვებია:

მილიონჯერ არიგებს ხუთ კარტს სრული 52 კარტიანი კალოდიდან. შემდეგ ხდება გაანალიზება დარიგებული ხუთი კარტის ნახატები თუ განსხვავდება და თუ განსხვავდება diff ცვლადს ერთით ზრდის. ხუთჯერ გავუშვი სკრიპტი და შედეგები ასეთი იყო: 507182, 507213, 507127, 507759, 506622… რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიული გამოთვლები სწორია და ალბათობის თეორია ამ შემთხვევაში არ ცდება. ვაშა!


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.