Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog
როგორ ჭირს ხედვა უსიყვარულოდ,
შემოეძარცვა რითმები კალამს..
როგორ ჭირს წერა უსიყვარულოდ,
როცა დღეები კარგავენ ძალას.

როგორ ჭირს ფიქრი უსიყვარულოდ,
სიცარიელე სივრცეებს სერავს
და უშენობა უსიყვარულოდ,
გაგლეჯილ გულზე ჭრილობას კერავს.

როგორ ჭირს მღერა უსიყვარულოდ,
ეს ამოსუნთქვაც დამაცდის რამდენს?!
შემოთენება უსიყვარულოდ,
სიყვარულიანს, როგორ მსურს ჰგავდეს.

როგორ ჭირს სუნთქვა უსიყვარულოდ.
ხელის თითებში ჩამდგარა სევდა..
რა არის ყოფნა უსიყვარულოდ,
გაციებული თვალებით ხედვა.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.