Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tevchoevcho blog

ძალიან მენატრები! იმდენად ძალიან მენატრები, რომ უკვე გაუსაძლისი მგონია ყველაფერი!

ძალიან მენატრები! იმდენად ძალიან მენატრები, რომ უკვე გაუსაძლისი მგონია ყველაფერი! გული გაასმაგებულად მიცემს! რატომ შენ? შენ რატომ შემიყვარდი? რატომ მოგიშვი გულთან ასე ახლოს? ალბათ იმიტომ, რომ დაიმსახურე! მაგრამ ახლა?! ახლა რა ვქნა ასე ძალიან რომ მენატრები? შენ არ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებ!
ტკენა! წყენა! ბოღმა! ტირილი! და უსასრულო მონატრება! აი რა ხდება ახლა ჩემს გულში! სულელი ბავშვი ვიყავი, რომელსაც ყველაფერი დროებითი და არარეალური ეგონა. მაგრამ რეალობა ყოველთვის გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს და მერე უკვე ყველაფერი გვიანია!
არ ვიცი რა მინდა... შენს გარეშე ყოფნა უბრალოდ არ გამომდის, ძალიან ძნელია! მაგრამ ვიცი გავუძლებ! და ამ შემთხვევაშიც გული ემორჩილება ტვინს! ეს ყველაფერი შენგან ვისწავლე. მგონი არასდროს უჯერებ გულს, ყოველთვის ტვინს ემორჩილები. ეს ძალიან სწორია ჩემი აზრით, მაგრამ ზოგჯერ ხომ ტვინმაც არ იცის რა არის შენთვის უკეთესი?! ძალიან მეშინია ერთხელაც გულმა არ აჯობოს ტვინს და ... ეს უბრალოდ ვიცი, რომ ჩემთვის ძალიან ცუდი იქნება.. ბევრი ტკივილი მომიტანა შენმა სიყვარულმა და აღარ მინდა. უახლოეს ადამიანებთან ჩხუბი, ტკივილით გათენებული ღამეები, სველ ბალიშზე ჩაძინებული დაღლილი თვალები, მონატრებისაგან აჩქარებული გული, რომელიც ლამისაა ამოხტეს ხოლმე და პეპელასავით ფრთების ფარფატით გამოფრინდეს შენსკენ. აღარ მინდა ეს ყველაფერი... არც მთლად ისეთი კარგი ხარ, რომ ჩემი გული შენთან გამოვუშვა! მაგრამ ძლიერი გოგოს როლის თამაშიც ძალიან ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ შენი მოსწავლე ვარ. ბევრი რამ მასწავლე, მაგრამ ერთი რამ გამოგრჩა, შენ გარეშე ყოფნა არ გისწავლებია, რაც ყველაზე მთავარი აღმოჩნდა.
მიყვარხარ ცუდიც! მიყვარხარ თბილიც! მიყვარხარ გაბრაზებულიც! მიყვარხარ მხიარულიც! მიყვარხარ უსამართლოს და სამართლიანიც! მიყვარხარ მოსუყვარულე! მიყვარხარ ყოველთვის ყველგან!

- ეს ჩემი დღიურიდან ამოხეული ერთი უბრალო ფურცელია, რომელიც არ მინდოდა ისე გადამეგდო, რომ სადმე არ შენახულიყო :))

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline tevchoevcho
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.