Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Leonard Cohen – The Partisan

როცა ნიაღვრად გადმოსცდნენ საზღვრებს
მე გამაფრთხილეს – დავნებებოდი...
ვერ შეველიე მიწას – ჩემს გამზრდელს,
იარაღს ვსტაცე ხელი მეომრის.

ხშირად ვიცვლიდი სახელს და ნიღაბს,
ასე დავკარგე ჩემი ცოლ–შვილი.
ბევრი ერთგული მეგობარი მყავს;
მაგრამ არცერთი თავდაზოგილი.

ჩვენ შეგვიფარა მოხუცმა ქალმა,
სხვენში გვმალავდა, როგორც მის მოყვრებს.
თავზე დაადგა მთელი ყაზარმა;
სიტყვა არ დასცდა, ის ისე მოკლეს.

სამმა ვიხილეთ სხივი აისის,
სისხლიან დაისს მხოლოდ მე ვუმზერ,
მაგრამ ყიჟინა ისევ გაისმის,
ამ ციხის საზღვრებს რადგან ვერ ვუძლებ.

ო, ქარი დაჰქრის, სულს ეუფლება,
საფლავებს მიღმა უბერავს ქარი,
მალე გვეწვევა თავისუფლება –
სახლს დავბრუნდებით ჩრდილთა ლაშქარი.

Les Allemands e'taient chez moi, (სახლში მომადგნენ გერმანელები,)
ils me dirent, "Signe toi," (მითხრეს, "მონიშნე თავი ვარსკვლავით",)
mais je n'ai pas peur; (მაგრამ არ დავფრთხი, მე მათ შევები,)
j'ai repris mon arme. (იარაღს მივწვდი – მეომრის მკლავით.)

J'ai change' cent fois de nom, (ხშირად ვიცვლიდი სახელს და ნიღაბს,)
j'ai perdu femme et enfants (ჩემი ცოლ–შვილი ასე დავკარგე.)
mais j'ai tant d'amis; (ბევრი ერთგული მეგობარი მყავს,)
j'ai la France entie`re. (ყველა მათგანი იცავს საფრანგეთს.)

Un vieil homme dans un grenier (მოხუცმა კაცმა სხვენში დაგვმალა,)
pour la nuit nous a cache', (ერთ ღამეს მოგვცა თავშესაფარი.)
les Allemands l'ont pris; (გერმანელებმა შეიპყრეს და მან)
il est mort sans surprise. (არ შეიცხადა თვისი საფლავი.)

ო, ქარი დაჰქრის, სულს ეუფლება,
საფლავებს მიღმა უბერავს ქარი,
მალე გვეწვევა თავისუფლება –
სახლს დავბრუნდებით ჩრდილთა ლაშქარი.




Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.