Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

დედი!...


''ნაჭრილობევი,

ქართულ მკერდში გავლილი ტყვია...

სამშობლოსათვის შეწირული

ბოლო ჩურჩული:

''ვერ შემაშინებთ!

- მე, იცოდეთ,

ქართველი მქვია!..''

სისხლით დაცლილი მომაკვდავის შფოთვა გმირული:

- დედი,

გიკვდები,

ხვალ უჩემოდ

შეხვდები დილას!

დედი,

ქართული ''იავნანით''

გამიშვი მიწას!

დედი,

სამშობლო დავიცავი,

სამშობლო მიყვარს!

დედი,

ბოლოჯერ ჩამიხუტე,

ნაომარს მძინავს!

საქართველოზე

კიდევ ერთხელ

მითხარი მითი,

ჯვარცმული ქვეყნის შვილი ხარო,

ხო ეგრე მზრდიდი?!

შენ არ მასწავლე,

წინაპრები გვყავდნენო დიდი?..

დედი,

სამშობლოს გავუფრთხილდი

და ზეცას მივწვდი!..

ბრძოლით დაღლილმა

განსვენება ვიპოვე მშვიდი

და ზეციური საქართველო

ვიხილე დიდი!

წმინდანთა დასი,

მლოცველების მთელი ლაშქარი,

დედი დემეტრეც

აქ არის და

ერეკლეც დიდი!

ბავშვობაში რომ ვერ გავიგე

რა იყო მითი,

დედი,

მე ახლა დავიჯერე,

მე ახლა მივხვდი!

აქ,

ზეციური ივერია

მანახა ღმერთმა!

დედი,

სამშობლოს გავუფრთხილდი

და ზეცას მივწვდი!''

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.