Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

მინდორ-მინდორ დავდიოდი,

მინდორ-მინდორ დავდიოდი,

თეთრ ყაყაჩოს ვეძებდი,

მე მეგონა შენი სულის

აალებას შევძლებდი.

სილამაზით თავბრუ მესხმის,

მობრიალე ფერებით,

ავდგები და სიოდ მოვალ,

ისე მოგეფერები!

სიყვარულის ქარიშხალო,

არ წამიღო ტიალო,

ჭალა-ჭალა, მარტოდმარტომ,

უნდა ვიხეტიალო.

უნდა ვთელო გაზაფხულზე

ყაყაჩო და სოსანი,

ზამბახების სარეცელი,

ლურჯი, ხავერდოსანი.

შევუცურო ხეს ფოთლებში

მოცახცახე ხელები...

შენთან სიოდ მაინც მოვალ,

მაინც მოგეფერები...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.