Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
kaxa23 blog
ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,
ჩემი რწმენა და რწმენის სასახლე,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან
და ჩემს სალოცავ ხატად დაგსახე.
შენით მოვიგე ომი მრავალი,
ზედ მტკვარზე შენთვის დავდგი ტაძარი,
შენა ხარ ევას შთამომავალი
და მე კი - შენი ცეცხლით დამწვარი
ადამის ძე ვარ... და რა მეღონა,
თუკი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,
შენ ღმერთმა კი არ გამოგიგონა,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან.
თუ გული შენით არ აღეგზნება,
გული კი არა, ცივი ლოდია,
ძველი რომი ხარ და ყველა გზები
დასაბამიდან შენსკენ მოდიან.
მე შენს განგებას ვერსად წავუვალ
და ჩემი ლექსი როგორ გაკადრო
შენ - ჩემო დიდო დღესასწაულო,
ჩემო სათავევ და შენაკადო!
მზე კურცხალივით ცაზე ეკიდა,
მარტო ვიყავი და შენ გინატრე,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან
და სამოთხეში დაგაბინადრე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline kaxa23 (29)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.