Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

შენ რომ არ იყო, ალბათ სევდა გულს მომიკლავდა

შენ რომ არ იყო, ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა...
შენ რომ არ იყო, ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის, არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი, ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება...
შენ რომ არ იყო, ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება...
შენ რომ არ იყო, სიყვარული დამეკარგება,
და ტრფობის ჟამი ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ–მარტოდ დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება...
შენ რომ არ იყო, ჩემი გზები სულ არევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.