Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
jekbaueri blog

პეტერბურგი

დილაა შენს ოთახში.გარეთ კი სველდება პეტერბურგი.
საბნის ქვეშ ისევ გრძნობ, გულის 7 ბალიან მაგნიტუდას,
გინდა რომ გიყვარდეს ისე,რომ „თეთრ ღამეებს“ დაპირდები
თუნდაც მოგიწიოს შენი ბოლო სუნთქვის გამეტებაც.სხეულს მიაჩვიე ბალტიის ზღვა და გრანიტის ნაპირები.
ჭედური ლითონის გალავნები და ქალაქის ბაროკო.
პეტერბურგს დარჩენას მაინც ბოლომდე ნუ დაპირდები
თუნდაც მთელი განძი, შენს არსებაში რომ დააბანაკოს.„Невский-106“.ცოტა ტრუფელი და ჭიქა კონიაკი.
შენ გარშემო კი უცხო მამაკაცთა თვალების მაყრიონი
უცებ შეიკრიბა.სურვილს პერანგის ქვეშ ღილით თუ აკავებენ
თითის დაქნევა და, სხეულზე იებს რომ მოგაყრიან.მერე ერმიტაჟი.შუხინი,მოროზოვი,რუსეთის იმპერიის რეგალია.
იქნებ შენც დაგხატონ, და ამ ექსპონატებს შორის გაბუჟდები.
მერე მოგიპარავს ვინმე მაგნატი და (ოღონდ ლეგალურად).
„ზამთრის სასახლე“ და შენი აღტაცების კოლექცია ფაბერჟეა.(შენც ხომ ზუსტად იცი, წყალს რომ ვერასდროს დანაყავენ)
შენში რა მიყვარს და,- ეგ პეტერბურგული „მუდმივი გარიჟრაჟი“
პატარა რომ არ ხარ და მაინც რომ თამაშობ იმ „ჭვავის ყანაში“
და,- გაქვავებული პორტრეტები დღემდე რომ გაგიჟებენ.

ახლა კი დგახარ და სიგრილემ ხელები წელზე რომ შემოგხვია,
ვიცი რომ როდესმე, ამ ბოლო გრძნობისგანაც გაშიშვლდები.
წოდებას არა აქვს მნიშვნელობა!-( ვიღაცა მეფეა,პოეტი, ვიღაცა შეიხია).
მთავარი ის არის მიწაზე შენ რომ ხარ და,ცაში კი ის არის,-
მამა-ღმერთი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline jekbaueri (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.