Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tamcho-07 blog

ნიავი მორცხვად არწევდა ფიქრებს,

დღეს რა საოცრად ლამაზად წვიმდა.. წვიმის წვეთები გაყინულ თითებს წარსულის ნარჩენ ხსოვნას აცლიდა..

ბაგე ყვიროდა სევდიან მითებს,

ირგვლივ სიცოცხლის ჟინი გაღვივდა,

ეს მელოდია გულში ცეცხლს მინთებს,

საოცარია…სიცოცხლე მინდა..

ცა რომ გადმოშლის ღრუბლების ზვირთებს,

რომ დაეშვება ფანტელი ციდან,

რომ ამოვუვსებთ სოროებს ვირთხებს

აი იქ ვიტყვი..ცხოვრება ღირდა..

ახლაც ვიხსენებ ძველებურ მითებს,

მაშინდელს,როცა გრძნობა ფრთებს შლიდა,

ოღონდ ეს გული ყველას გაგვითბეს,

საოცარია..ღიმილი მინდა..

ჩვენ ეს სიცოცხლე ისე დაგვითმეს,

რომ დაგვიტოვეს ყოველი წმინდა,

თუ აღარ დარჩა მტვერი ამ თითებს

მაშინ კი ვიტყვი..სიკვდილიც ღირდა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline tamcho-07 (25)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.