Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatixato blog

ვიცი.....

ვიცი, დრო მოვა!
ერთ მშვენიერ დღეს, აღმოაჩენ, თურმე გიყვარვარ...
მე ამ დროს უკვე შორს ვიქნები, ვეღარ მომწვდები,
მიიღებ შედეგს, შენი ცდების...სხვის სასარგებლოდ,
იმ გზით მიდიხარ! საბოლოოდ
გაუცხოვდები!..
ვიცი, დრო მოვა...რომ დამკარგე, გული დაგწყდება,
მაგრამ დახურულ გულის კარებს ვეღარ გაგიღებ...
ტკივილს, რომელსაც...ასე უხვად ჩემთვის იმეტებ...
დადგება დრო და...შენ უკლებლივ
უკან მიიღებ!
თითქოს მინაზე დაცოცავენ
ჩემი თითები,
მინის იქიდან, ვხედავ უკვე
უფერულდები...
ყოველდღე იმ აზრს ვეჩვევი, რომ უნდა დაგკარგო,
შენგან რომ წავალ...ვერასოდეს ვეღარ მომწვდები!
P.S.
ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ, თურმე გიყვარვარ...
მე ამ დროს უკვე შორს ვიქნები...ვეღარ მომწვდები!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.