Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog

იცი? გაბრაზებაც მიყვარს შენი, ასე...

მერე, არეული ქარსაც ვერიდები...

ჩემთვის დროსთან ერთად მივლასლასებ...

მაინც მოგონებებს გამოვეკიდები...

გული გამიწვრილა შენმა განშორებამ...

ისე დამიბერა ქარმა საფეთქლები...

როცა არ გიცნობდი, წლები მაშორებდა...

ახლა გიპოვე და შენთვის ავფეთქდები...

ხედავ? მოგენდე და ფიქრებს ავეტუზე...

უფალს შევავედრე ჩემი ნაფიქრები...

მერე უნებურად მაინც გამებუტე...

ეხლა გიგონებ და ისევ მეფიქრები...

მაინც შენზე ფიქრი, თითქოს შენიღბული...

ისევ მეძახის და ისევ მაგონდება...
ფიქრებს შევეხიზნე, მაგრამ გარინდული...

ჩვენი სიყვარული გდია მოგონებად...



თითქოს შენს თვალებსაც ვეღარ გავუძელი...

ბოლო ამოსუნთქვაც შენთვის შევინახე...

მაგ საოცარ ღიმილს ვერსად დავუძვერი...

წუხელ სიზმარში რომ უნებურად ვნახე...



თითქოს ცხოვრებაა ჩვენი განშორება...

თითქოს ღალატია ცალკე სიარული...

ისევ გამიგიჟეს სევდა მაჟორებმა...

ისევ მომანატრეს შენი სიყვარული...




მაინც შენზე ვფიქრობ, აღარ მენაღვლება...

ასე რომ დაგტოვე, ახლა მენანები...

ფიქრებს შევეხიზნე, უნდა მენახე და...

სიყვარულზე უფრო მეტად მენატრები...



Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.