Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nnattikko blog

cnobili gamonatqvamebi

1. მიყვარდა ცხოვრება და მისი მშვენიერებისთვის ჩავები ბრძოლაში.



2. ადამიანები ჩივიან,რომ გარდასული დღეები გონივრულად ვერ გამოიყენეს,მაგრამ ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ და არც დარჩენილ დღეებს იყენებენ უკეთესად.



3. ვისაც იმაზე ცოტა აქვს ვიდრე ინატრებდა,უნდა იცოდეს,რომ იმაზე ბევრი აქვს ვიდრე იმსახურებს.



4. ჩვენ არ შეგვიძლია ვუცადოთ ბუნების მოწყალებას,უნდა წავართვათ იგი მას-ეს არის ჩვენი ამოცანა.



5. უბედურება დაცემა კი არ არის,არამედ ის,ადგომას,რომ ვერ შეძლებ.



6. მოთმინება ისეთი უნარია,რომელიც მაშინ ამოიწურება, როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო.



7. ოცნება ის არ არის რაც უკვე არსებობს,მაგრამ არც ის არის,რაც შეუძლებელია არსებობდეს.ეს იმას ჰგავს,მიწაზე გზა არ იყოს,ადამიანებმა გაიარონ და გზა გაკვალონ.



8. სიყვარული ყველაზე ძლიერი ვნებაა,რადგან ის ერთდროულად ეუფლება თავს,გულს და სხეულს.



9. მაშინაც კი გაიღიმე,როცა ნაღვლიანი ხარ,შეიძლება ვინმეს შენი ნაღვლიანი ღიმილი შეუყვარდეს.



10. მე არც წარსული მეკუთვნის და არც მომავალი,დროის ერთ წერტილზე ვკიდივარ.



11. შეიძლება ამ სამყაროსთვის შენ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისათვის-მთელი სამყარო.



12. ყოველი ადამიანი იმდენადაა ბედნიერი,რამდენადაც თავად გადაწყვიტა ბედნიერი იყოს.



13. ყოველ სიყვარულს მარადიულობა სწადია და სწორედ ეს არის სიყვარულის მარადიული წამება.



14. სიცოცხლე თავისთავად არაფერს ნიშნავს,მისი ფასი იმაზეა დამოკიდებული,თუ როგორ გამოიყენებ მას.



15. სიცოცხლე იქამდეა ნეტარება,ვიდრე არ ჩაფიქრდები.



16. ცხოვრება ტრაგედიაა მათთვის,ვინც გრძნობს,ხოლო კომედიაა მათთვის-ვინც აზროვნებს.



17. გადავქექოთ ჩვენი ფიქრები და მასში აუცილებლად ჰპოვებთ წარსულს ან მომავალს,ჩვენ თითქმის არასდროს ვფიქრობთ აწმყოზე.



18. ლოდინმა დაგღალა?წარმოიდგინე რამდენად აუტანელი იქნებოდა არაფეერს რომ არ ელოდე.



19. თუნდაც აღუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია,ვიდრე აღსრულებული დაბალი მიზნები.



20. ნატვრა-ნატვრითა და ტორტმანით ვაღწევთ განცხრომას და განცხრომის ჟამს კვლავ გვაწამებს ახალი ნატვრა.



21. თავისუფალია ის,ვინც ყველაფერი დაკარგა რის გამოც ღირდა ცხოვრება.



22. თავდაპირველი ის არის,რომ გულთან არაფერი მიიკარო,რასაც მიიკარებ-მიიღებ,მის შენარჩუნებასაც ეცდები.შენარჩუნება კი არაფრისა არ შეიძლება.



23. ძნელია ცხოვრების დიდი უბედურებისაგან საკუთარი პატარა ბედნიერება შექმნა.



24. არასოდეს არ გადაიქცევა მოუსვენრობა მოსვენებად,ძიება-მყუდროებად,არასოდეს შეწყდება დაცემა.



25. ბედისწერა ჩვენი საქციელის მხოლოდ ნახევარს განაგებს,ხოლო მეორე ნახევრის მართვას კი ჩვენ გვანდობს.



26. საზოგადოება მასკარადია,სადაც თითოეული თავის ნამდვილ ხასიათს მალავს და იმავე დამალვით ამჟღავნებს.



27. ჩვენ არასოდეს ვცხოვრობთ,მხოლოდ იმედი გვაქვს რომ ვიცხოვრებთ.



28. ცხოვრება ის არის,რაც გვემართება,როცა გეგმებს ვსახავთ.



29. არის ისეთი სიყვარულიც,რომელიც ხელს უშლის ადამიანს იცხოვროს.


30. არ არსებობს ისეთი ადამიანი,რომლისთვისაც მცირე ბედნიერება იყოს საკმარისი,დიდ ბედნიერებას კი ფასი ეკარგება.


31. რასაც არ უნდა აკეთებდე,იფიქრე დასასრულზე.



32. ხომ შეიძლება დედამიწა რომელიმე სხვა პლანეტის ჯოჯოხეთი იყოს.



33. ერთი წუთი აკვანია მერმისისა და სამარეა წარსულისა.(პარკერი)



34. ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს:აზროვნება-ყველაზე კეთილი გზაა,მიბაძვა-ყველაზე ადვილი,გამოცდილება-ყველაზე ძნელი.(კონფუცი).



35. ხალხს ის უყვარს და მიაჩნია ძვირფასად,ვინც იმის ფიქრსა და აზრს მოსვენებას აძლევს.(მაიკოვი)



36. ამქვეყნად ორი გზა აქვს გახსნილი:გზა იდეალისა და სამარისაკენ.მაშ თავისუფლად და დროზე გადი პირველ გზაზე,ვიდრე ბედს მეორისკენ არ წაუყვანიხარ.(შილერი)



37. ნამუსი ყვავილია,რომელიც თუ მოსწყდა,ხელახლა თავის დღეში აღარ ამოვა.(დე კურსელი)



38. ადამიანმა გაჩენისთანავე ქალში დაინახა ღმერთი.ეს იყო პირველი და უდიდესი ცოდვა.



39. სიყვარული ნიავივითაა-ვერ ხედავ,მაგრამ გრძნობ.



40. ქალის გონება მის გულშია მოთავსებული.(რემუ დე გურმონი)



41. ქალის სიყვარული სიკვდილს ჰგავს:მოდის,როცა არ უხმობ და არ მოდის,როცა უხმობ.(რამონ დე კამპომაორი)



42. ნუ დაემდურები ვინც ვერ შეგიყვარა,სიყვარული ხომ გრძნობაა და არა თანაგრძნობა.



43. სიყვარული არ უნდა ითხოვო,სიყვარული უნდა მოისურვო, სიყვარული უნდა იყოს ისეთი,რომ რწმენა მოგცეს,ძლიერი სიყვარული თავად გაიკვლევს გზას.(ჰერმან ჰესე)



44. რა არის სიცოცხლე?-სიცოცხლე სევდა,სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა!-სიკვდილი? -სიკვდილი არის,ადამიანად არყოფნის სევდა!(გოდერძი ჩოხელი)



45. დაკარგულ წუთს მთელი საუკუნეებიც ვეღარ დაგიბრუნებს.(შილერი)



46. სიყვარული მამაკაცისთვის ერთი მოწყვეტილი ამბავია,მისი ცხოვრებიდან ამოღებული.ქალისთვის კი მთელი ისტორიაა ცხოვრებისა.(ჟან-ჟაკ რუსო)



47. ყოველი დღე-პატარა ცხოვრებაა;ყოველი გამოფხიზლება-პატარა დაბადებაა;ყოველი დილა-პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი-პატარა სიკვდილია.(შოპენ ჰაუერი)



48. მეტისმეტ სიკეთეს ნუ მოითხოვ ადამიანისგან თუ გინდა რომ იგი გიყვარდეს.(კოცებუ)



49. ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში. (სოკრატე)



50. სიყვარული არასოდეს იწყება სიტყვებით:”იყო და არა იყო რა “,მაგრამ ხშირად ამ სიტყვებით მთავრდება და ამას უნდა ვერიდოთ.



51. ქალი გულგრილია მის მიმართ ვისაც უყვარს და უყვარს ის ვინც მის მიმართ გულგრილია.



52. მეგობრობა ხიდის მოაჯირს ჰგავს,შეიძლება არ შეეხო, მაგრამ იცი,რომ არ გადავარდები.(ოსკარ უაილდი)



53. დაკმაყოფილდი იმით,რაც გაქვს და რაც გინდა,იმაზე უფალი იზრუნებს.



54. შენ რომ სიყვარული შეგძლებოდა,ან მე სიძულვილი.



55. ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა. (მილოტი)



56. მე იმას განვიცდი,რომ ვერ განვიცდი იმას,რასაც სხვა განიცდის,მაგრამ ვერ ხვდება,რომ განიცდის.(უცნობი)



57. ყველაზე უკეთესი რაც კი ადამიანს გააჩნია,ეს არის მეგობრობა სხვა ადამიანებთან.(აბრაამ ლინკოლნი)



58. არ უნდა ითხოვო ის,რისი მოპოვებაც თვითონ შეგიძლია.(სკოვოროდა)

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nnattikko (28)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.