Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ხატი “საქართველოს იმედი” ხვალ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანდება


ხატი “საქართველოს იმედი” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია ll -ის ლოცვა-კურთხევით სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა.

“საქართველოს იმედის” ხატზე გამოსახულნი არიან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მის მაღლა ყოვლადწმიდა სამება. ღვთისმშობლის გარშემო მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი, ანდრია პირველწოდებული და წმიდა გიორგი. მეორე მხარეს კი წმიდა ნიკოლოზი და წმიდა ნინო. ასევე, მოწამე და მეომარი ქართველები, სასულიერო პირები.

“ღვთის მადლით შექმნილია ხატი, რომელსაც ჩვენ სამი წელი ვაკეთებდით. ეს არის დიდი ხატი, მსგავსი ხახულის ღვთისმშობლის ხატისა. მასზე 400-ზე მეტი წმიდანის პატარა ხატია მოთავსებული. შემკულია მინანქრისა და ოქროს ფირფიტებისაგან. ხატი სასწაულთმოქმედია,” – აღნიშნა უწმიდესმა (19.12.2011).

24 დეკემბერს დილის 11:00 საათზე საპატრიარქოს შენობიდან სიონის საკათედრო ტაძარში ხატის გადაბრძანებას უწმიდესი და უნეტარესი სამღვდელო და სამონაზვნო დასთან და მრევლთან ერთად წარუძღვება. მცირე პარაკლისის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძრიდან ხატი ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც პარაკლისი შესრულდება.

ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 24 დეკემბერს, შაბათს 10:30 სთ-დან მიბრძანდნენ საპატრიარქოსთან.

ხატი გამორჩეულია სიდიადით, სირთულით და ის უძვირფასესია მსოფლიოს საგანძურში. ხატის შექმნის ისტორიაში თითოეულ ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.