Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lediqeti blog

ორი გრძნობა ერთად...

მიყვარს და მძულს. ბევრს ეს ვერ წარმოუდგენია, ვერც მე წარმომედგინა მანამ სანამ მე თავად არ გავხდი ამ ორი გრძნობის ერთდროულად მატარებელ, რადგან როცა გიყვარს არ გძულს...
დიახ! მიყვარს და მძულს ერთდროულად. ჩმი პირველი და დიდი სიყვარულის გვერდით სიძულვილომაც დაიდო ბინა.
ფიქრი- წარსულის მოგონება, ოცნება-მომავლის იმედი... ოცნებაც ფიქრის გრძელ ჯაჭვშია ჩაბმული. ჯერ ვოცნებობ... ვოცნებობ იმაზე, რაც შეუძლებელია, რაც აღარ მოხდება ამით თითქოს თავს ვინუგეშებ: ”ნუ სწუხარ ყველაფერი მოგვარდება,” მაგრამ ოცნებაც მწყინდება, ვხვდები, იმის დაჯერებას ვცდილობ, რაც დაუჯერებელია და ვხვდები ეს ყველაფერი ილუზიაა, რომლისაც მინდა რომ მწამდეს და აღარც ეს მწამს, რადგან ოცნებას წინ ელოდება მწარე მოგონება, რომელმაც სიძულვილი სიყვარულს დაუპირისპირა. მათ შორის საშინელი ბრძოლა დაიწყო, ორივეს გამარჯვება სწყურია, დიდი ომია სიყვარულისა და სიძულვილს შორის. მათ ჩემი გული ”ბრძოლის ველად” გაუხდიათ, როგორც ყოველთვის ომის ქარტეხილი ყველაზე მეტად ”ბრძოლის ველს” ატყდება თავზე, ყველაზე მეტად ის ზარალდება, ჩემი გულიც უფრო და უფრო ისერება. გულს უნდა გაარკვიოს ბოლოსდაბოლოს უყვარს თუ სძულს, რადგან გაორებულს სიცოცხლე აღარ შეუძლია, დაიტანჯა. დაიღალა გაურკვევლობით.
ან მინდა არ მძულდეს, მაგრამ მძულს... ან მინდა არ მიყვარდეს, მაგრამ მიყვარს...
ვცდილობ სიძულვილი ამოვიღო გულიდან, რომელიც ნელ-ნელა ჰკლავს სიყვარულს, ამარცხებს. ეს ალბათ იმიტომ, რომ იმისგან შორს ძალიან შორსაა, ვისთვისაც არის დაბადებული, რომელმაც თავის დროზე, საკმარისი სიყვარული ვერ აჩუქა, ანდა იქნებ ეს სიყვარული არც ყოფილა და მისი საპასუხო სიტყვები მხოლოდ სიყალბე იყო... სწორედ ამიტომ ელევა ესე მალე ძალა, იფიტება და ძირს ეცემა...
არ მინდა სიძულვილმა მოკლას სიყვარული, იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება (მაგრამ მაინც მეშინია) ის მოძებნის... მოძებნის არა სამუდამოდ არამედ დრო და დრო გამოიღვიძებს, ამ ძილბურანიდან გამოიყვანს მოგონება... მოგონება რომელსაც მონატრება იწვევს, რადგან თუ არ მოგენატრება არ მოგაგონდება... მეც და ჩემი გულიც ვცხოვრობთ მოთმინებით, ტანჯვით და იმ იმედით რომ მოგვენატრება და მოგვაგონდება...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

lediqeti (26)
didi madloba
#1, 24.12.2011 - 23:46
 

User
offline lediqeti (26)
საქართველო, საქართველო, რუსთავი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.