Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
galaktioni333 blog

ჩემი დღიურიდან...მას...

გუშინ ჩვენს სკამს ჩავუარე და თვალები ცრემლებით ამევსო...
მარტო რომ ვყოფილიყავი ტირილს დავიწყებდი...რამდენ რამეს მპირდებოდი...არასდროს მჯეროდა ამ დაპირებების,მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი...თუნდაც იმით რომ ჩვენ ერთმანეთის მოსმენა და ტყუილებიც კი გვიყვარდა...გახსოვს მაინც რამდენს შურდა ეს ურთიერთობა?ჩვენ ხომ ბავშობიდან ასე ვიყავით...ალბათ ეს ურთიერთობა სიყვარული გვეგონა...არა მე არა,მე ისევ მიყვარხარ,მაგრამ შენ დაიბენი და სიყვარული ტყუილს დაარქვი...
გეფიცები მაგ ტყუილის გარეშე უფრო ბედნიერი ვიყავი...მაშინ როცა მეგობრებად ვთვლიდით ერთმანეთს გული არ მტკიოდა,რადგან სულ სითბოს ვჩუქნიდით ერთმანეთს...თუმცა ყველაფერი ჩემმა სისულელემ შეცვალა...ისე ამაყად ვთქვი შენთან როგორ ვიქნებითქო თითქოს არაფერი ყოფილიყავი...არადა გული გაჰკიოდა,სამყაროზე მეტად მიყვარხარო...შენ იცოდი ჩემი სიჯიუტე...ჩემი სიამაყე...როგორ გამაფრთხილე რომ მახსენდება ტკივილით მეღიმება:"დრო მოვა ყველაფერს ინანებ,მაგრამ ნუღარაფერს დამაბრალებ,შენ ყოველთვის ჩემი იქნები"...თუმცა რა მოხდა ბოლოს?წახვედი მოიყვანე ცოლი...მე ვინანე ჩემი სიამაყე,ეს სიჯიუტე...მაგრამ შენი არ ვარ მე...ამაში შეცდი მხოლოდ...რატომღაც მოინდომე ჩემთან დაკავშირება კიდე...ნეტავ რას ელოდი?რომ ღიმილით მიგიღებდი?სამწუხაროდ შენ უკვე სხვა ცხოვრება გაქვს...მე კი...მე მარტოობის ცხოვრებას ვარქმევ ყველაფერს და ვმარტოობ...მეშინია...მეშინია რომ გული მეტკინება და ასე სჯობს...მარტოობაში გულს ვერ მატკენენ...ვერავინ მიმატოვებს და ვერავისთან ვინანებ ჩემს სიამაყეს შენს გარდა...
ჩვენი გზები ერთმანეთს ხვდება...ოდესმე მაინც შევხვდებით და გთხოვ ნუღარ ეცდები თვალებში ჩამხედო...ისინი ვერასდროს ცრუობენ და გამცემენ...უშენოდ ვკვდები...უშენოდ ნახევარი ვარ,მაგრამ ამას მხოლოდ მარტოობაში ვაღიარებ...შენს წინ კი ვამბობ,რომ მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ იმიტომ რომ შენთან აღარ ვარ!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 8  |  negative votes: 0

Write comment:

aMIRZAde (46)
თქვენ ერთმანეთისთვის არ ყოფილხართ...))
#8, 28.01.2012 - 18:40
ეს უკვე ვიცი...ძველი ჩანახატია...
28.01.2012 - 18:40
tiko198 (90)
gaixare ra lamazi chanaxatia.gmertma bednieri gamyofos
#7, 24.12.2011 - 14:42
დიდი მადლობა..
24.12.2011 - 16:26
galaktioni333 mesmis sheni,mec mag dgeshi var:D:D
#6, 23.12.2011 - 22:01
:*:*:*:*:*:*:*:* მადლობთ რომ გესმით...
23.12.2011 - 22:01
martooba tkivilia da sevda,magram bevri ramisgan sheudzlia gadagarchinos...ubralod roca grdznob rom martooba ginda unda ganmartovde kidec,tu sachiroa sakutar tavshic chaiketo,magram siyvaruls amis gamo xeli ar unda kra,tu uyvarxar is shens martoobasac sheiyvarebs..bednierebas gisurveb:))
#5, 23.12.2011 - 21:55
მე სიყვარულისთვის ხელის კვრა ყველაზე კარგად გამომდის და შემდეგ ყველაზე განსხვავებულად დავტირი მას.... )))
23.12.2011 - 21:59
nuca123 (22)
chem shemtxvevashi piriqitaa... vinane da bednieriaa....
#4, 23.12.2011 - 21:53
(( ეს ცუდია((((
23.12.2011 - 21:54
ex,ra sevdiania...martooba,martooba,martooba...
#3, 23.12.2011 - 21:50
ეს 2თვის წინანდელი ჩანახატია,დღეს მე მარტო აღარ ვარ,მაგრამ ზოგჯერ მგონია რომ უკვე მარტოობა მხოლოდ მაბედნიერებს...ასე ყოფნით მგონია იმ ადამიანს ვექცევი ცუდად ვის გვერდითაც ვარ... (((
23.12.2011 - 21:51
nuca123 (22)
დრო მოვა ყველაფერს ინანებ... hm.. chemi situacia gamaxsendaa... ;((
#2, 23.12.2011 - 21:47
ინანა..და ბედნიერი ვარ ...
23.12.2011 - 21:49
გეფიცები მაგ ტყუილის გარეშე უფრო ბედნიერი ვიყავი...
#1, 23.12.2011 - 21:46
მწარე სიმართლე უფრო მაბედნიერებს მუდამ... :|
23.12.2011 - 21:49
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.