Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

ვინც ბედნიერია...

მიყვარს,როცა ცოცხალი ვარ...როცა გრძნობებისგან და ემოციებისგან გადაღლილი, ბალახებს ვემსგავსები,,,სასიამოვნო განცდაა,როცა შემიძლია სახლიდან გავიდე და ხან დავბრუნდე,ხან არა...ხან მიხაროდეს და ხან მწყინდეს, ეს ყველაფერი...

ხან ფრინველი ვიყო და ხან კლდეში, გამოკვეთილი კაცის ფიქრი.მაჯებში,როცა მესმის საკუთარი გულის ფეთქვა,მიხარია,რადგან ღმერთმა შესძლო,ჩემი არარასებობიდან გამოყვანა და მაქცია ადამიანად....

ვინც ბედნიერია,ის გალობს,ვისაც სული სტკივა ის მღერის ,ან ღიღინებს,,,

ვისაც ყველა უყვარს,მას ღმერთი უყვარს და ვინც ვინმეს გამოარჩევს და მხოლოდ მისთვის აღასრულებს სიკეთეს,ის ჯერ კიდევ არ არის ამაოებისგან განთავისუფლებული...უფლის მცნებების დაცვა,რთულია ,მაგრამ სული ჯიუტია...თაფისუფლების მოლოდინში,ათას სიგიჟეს ჩაგვადენინებს,რომ სინდისი ვიგრძნოთ და დავფიქრდეთ,მართლა კარგები ვართ,თუ ასე დედა თვლის მხოლოდ...დედა ჩვენი,რადგან სხვის დედას, თავისი მოსწონს და სხვისი იშვიათად...

ხშირად ვუსმენ საკუთარ თავს,რა მაწუხებს ,რა მტკივა,რადგან თუ არ მოვუსმენ,ის გადაეჩვევა ჩემთან საუბარს და ჩაიკეტება,,ჩაიკეტება დროსა და სივრცეშია.მხოლოდ ღმერთთან მოინდომებს საუბარს..მე კი აღარ მეცოდინება,რას ვნატრობ, ვინ მიყვარს,ან ვინ მიხარია...

სული რთულია,,,ნაქსოვია აბრეშუმივით...მტრედებივით ჰაერში მიფარფატებს,როცა ადამიანი ადამიანობს...


Tags:

 
Interesting
positive votes: 19  |  negative votes: 0

Write comment:

ხშირად ვუსმენ საკუთარ თავს,რა მაწუხებს ,რა მტკივა,რადგან თუ არ მოვუსმენ,ის გადაეჩვევა ჩემთან საუბარს და ჩაიკეტება,,ჩაიკეტება დროსა და სივრცეშია.მხოლოდ ღმერთთან მოინდომებს საუბარს..მე კი აღარ მეცოდინება,რას ვნატრობ, ვინ მიყვარს,ან ვინ მიხარია...
#4, 26.12.2011 - 01:45
ხშირად ვუსმენ საკუთარ თავს,რა მაწუხებს ,რა მტკივა,რადგან თუ არ მოვუსმენ,ის გადაეჩვევა ჩემთან საუბარს და ჩაიკეტება,,ჩაიკეტება დროსა და სივრცეშია.
#3, 25.12.2011 - 16:41
NANONANIKO (44)
შენში იმდენად ბედნიერი სული ბინადრობს,
გზა აბნეული ანგელოზიც ალბათ გინატრებს,
საიდან მოდი ასე ტკბილი, ასე უბრალო,
ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე,
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტი სიყვარულის შიშიც დამწამონ,
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო.
#2, 24.12.2011 - 17:38
rruru (54)
ვინც ბედნიერია, ის გალობს, ვისაც სული სტკივა ის მღერის, ან ღიღინებს...
#1, 24.12.2011 - 15:01
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.