Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aMIRZAde blog

დედმამიშვილების სადღეგრძელო

_ამ ჭიქით, ვიდრე მორიგ სადღეგრძელოს ვიტყვი..._ფეხზე წამოდგა ირაკლი და მარიკას გადახედა.
_მინდა ერთი ამბავი მოვყვე...
_გისმენ ირაკლი._ ჭიქა აიღო მარიკამ და ირაკლის გაუღიმა.
_ერთ სოფელში ორი ძმა ცხოვრობდა._დაიწყო ირაკლიმ.
_ ერთი ძალიან მდიდარი იყო და მეორე კი, ძალიან ღარიბი. მდიდარი ძმა სოფლის თავში ცხოვრობდა, დიდი სასახლე ქონდა, მაღალი გალავნით. ღარიბი ძმა კი სოფლის ბოლოს, ქოხში. მას ღობეც კი არ ქონდა წესიერი.
მიუხედავად ამისა, ძმებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ყოველ დილით როცა მზე ამ უსამართლო წუთისოფელში ამოდიოდა, ღარიბი და უპოვარი ძმა, თავის ქოხიდან გამოძვრებოდა და ღმერთს მიმართავდა: მადლობელი ვარ უფალო ჩემი ცხოვრებისთვის, დამილოცე ჩემი ძმა, რადგან სისხლი და ხორცია ჩემი და ჰქენი ისე რომ, ჩვენი ქონება ერთნაირი იყოსო.
ასევე გულანთებული მიმართავდა ხოლმე მდიდარი ძმაც უფალს: მადლობელი ვარ უფალო შენი მოწყალებისთვის, რომ ვარ მაძღარი და შეძლებული, მაგრამ ჩემი ღარიბი ძმაც დამილოცე, რადგან სისხლი და ხორცია ჩემი, ჰქენი ისე რომ ერთნაირად გვქონდეს ქონებაო.
უფალმაც ისმინა მათი თხოვნა და ერთ დილას თავის ქოხიდან გამომძვრალმა ძმამ შეხედა სოფლის თავში, მისდაგვარ ქოხს, ღობის გარეშე და ძალიან გაუკვირდა ასე ძალიან რატომ ჰგავდა ის ქოხი, მის ქოხს. გაოცებისგან ენა ჩაუვარდა, მაგრამ უფრო მეტი გაოცება მის ძმას ერგო, ღამით ტახტზე რომ ეძინა და დილით მიწაზე გამოეღვიძა. მე აღარ გავაგრძელებ მერე რა მოხდა, მაგრამ, მოდი ჩემო ბეღურა, ამ ჭიქით ჩვენს დედმამიშვილებს გაუმარჯოს და ისინი ჩვენზე უკეთ ყოფილიყვნენ, ქონებით და გონებით. _დაასრულა ირაკლიმ და ჭიქა გამოსცალა.
_არა კაცო, მაგარია გოგის ღვინო. ისე კი დასანანია, ჩემო ბეღურა, ჩვენ რომ არ გვყავს დედმამიშვილები, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენს ტყუპებს ხომ ყავთ ერთმანეთი?
_კი ყავთ ირაკლი. _გაუღიმა მარიკამ ირაკლის და ტყუპებს გადახედა სიყვარულით.


P.S. მორალი:
ვისურვოთ ჩემო კეთილებო, ჩვენს დედმამიშვილებს ჩვენზე უკეთესი ცხოვრება ქონებოდეთ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 12  |  negative votes: 0

Write comment:

kapinio (47)
kargia irakli rom svamda gvinos da gvino ar svamda iraklis
#3, 23.01.2012 - 12:20
ზოგი ღვინოს მიტომ სვამს, გული უნდა გადაშალოს...)))
23.01.2012 - 15:56
kapinio (47)
gaiziaro meore adamianis sixaruli da bedniereba ar aris advili .gvqonodes amis mihi.wagvadgeba.momewona tqveni monatxrobi
#2, 23.01.2012 - 12:19
teame (37)
magari sisulelea
#1, 30.12.2011 - 23:07
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.