Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NnIiNnIi blog

გზა წარმატებისაკენ......

 " წვრილმან გეგმებს ნუ დააწყობ,
ხიბლი არა აქვთ- დიადზე იოცნებე და დიდ-დიდი საქმეებიც დაისახე მიზნად."

".... წარმატების უპირველესი გასაღები ურყევი რწმენა და მკაფიო ხედვაა; 
ნებისმიერი ნაოცნებარი შეგიძლია სინამდვილედ აქციო." 


"თვითრწმენა წარმატების
უპირველისი საწინდარია... "

"ადამიანის ქცევის ნებისმიერი გამოვლინება- იქნება ეს ცოდნის შეძენის უნარი, შინაგანი ზრდისა თუ გარდაქმნის ნიჭი; მეგობრების, ახლობლებისა თუ საქმიანობის არჩევა - პიროვნების თვითგააზრებითაა დაღდასმული. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მყარი, დადებითი წარმოდგენები საკუთარ თავზე ცხოვრებაში წარმატების მიღწევის საუკეთესო საძირკველია." 

" ...თუკი მთელი გულით გწადია,
ყველაფერს მიაღწევ:
იქნებ დიდი მოთმინების, 
დაძაბული შრომისა და ხანგრძლივი ბრძოლის ფასად, 
მაგრამ მაინც;
რწმენის ურყეობა ნებისმიერი წამოწყების აუცილებელი პირობაა-
გინდა ხელოვანი იყო, გინდა- ხელოსანი."


"ალბათ ნებისმიერი ადამიანის უმათავრეს მიღწევათა
თუ უმწარეს მარცხთა საიდუმლო 
იმისდა მიზედვით უნდა ამოვხსნათ,
რამდენად სწამდა მას საკუთარი თავის."

" ნებისმიერ რთულ პროფესიაში 
დაწინაურება საკუთრი თავის განსაკუთრებულ რწმენას მოითხოვს;
ამიტომაა, რომ საშუალო ნიჭის მქონე,
მაგრამ უდიდესი შინაგანი მუხტის მატარებელი ხალხი ხშირად ბევრად ნიჭიერებზე 
მეტს აღწევს ხოლმე."

ადამიანი წარმატებას მაშინ მიაღწევს,
როცა არა მარტო თავად წარმატების მიღწევის შესაძლებლობას ირწმუნებს, 
არამედ ამ წარმატებას გაწეული ძალისხმევის ღირსეულ საზღაურადაც მიიჩნევს."


" მუდამ მჯეროდა
-მიზნად წარმატების დასახვა
უკვე საქმის ნახევარია."

"ათიანში რომ გაარტყა,
ცოტა მაღლა დაუმიზნე."

"გამარჯვება უნდა გწყუროდეს და თავი არ დაზოგო,
ფინიშთან პირველი რომ მიხვიდე:
მეორეზე გასული ვიღას ახსოვს."


" დიადი მიზნები დაისახე და აღასრულე კიდეც!"

"ყველაზე თავხედური და გაუმართლებელი იმედი
ზოგჯერ თავბრუდამხვევი წარმატების მიზეზიც გამხდარა"

"ნამდვილი მუსიკის დასაკრავად თვალი მუდამ 
უშორესივარსკვლავისაკენ უნდა გაგირბოდეს



" ყველაზე უმნიშვნელო საქმეებშიც კი მთელი გული,
გონება, ცოდნა, და გამოცდილება ჩააქსოვე-წარმატების
საიდუმლოც სხვა არაფერია."

" იმ თამაშში, ცხოვრება რომ ჰქვია სახელად,
ჯერ არავის გაუმარჯვია,
ვინც წარმატებისთვის ბოლომდე არ დახარჯულა".





Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
User
offline NnIiNnIi (21)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.