Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NnIiNnIi blog

დაუწერელი ისტორიები :)))))

-"რომელია საუკეთესო ისტორია, რომელიც წაგიკთხავს?
-ის, რომელიც ჯერ არ დაწერილა."
მე კი ვფიქრობ, რომ საუკეთესო ისტორია ისაა, რომელიც ჯერ არავის წაუკითხავს.

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი დაუწერელი ისტორიები, რომელსაც არავის ვუზიარებთ.
მათ ჩვენს დღიურებში ვწერთ და საგულდაგულოდ ვმალავთ. სკივრში ვკეტავთ
ჩვენს ყველაზე ინტიმურ, პიკანტურ და რეალურ ისტორიებს,

გამოგონილს კი ყველას ვუამბობთ. ჩვენით ვქმნით რეალურ ისტორიებს, ისე ვაფორმებთ, როგორც გვსურს, და იმდენჯერ ვყვებით, ბოლოს ჩვენც კი ვიჯერებთ მათ. რეალურობად ვაქცევთ გამოგონილს და ვმალავთ ნამდვილს. ეს ყოველთვის ასე იყო, ოდითგანვე. საუკუნოვან ტრადიციებზე რომ ჩამოვარდება ხოლმე საუბარი არავინ იხსენებს ამ ტრადიციას. ჩემი აზრით კი ყველაზე მტკიცე და უძველესი ტრადიცია სწორედ ესაა...წარმოიდგინეთ საუკუნეების განმავლობაში რამდენი დაუწერელ და ფარული ისტორიაა დაგროვილი, რომელსაც ათეულობით წლის განმავლობაში საგულდაგულოდ ინახავენ ფურცლები. ფურცლები დროს ვერ უძლებენ. ისინი ნადგურდება.

-მაშ რატომღა ვანდობთ ჩვენს ისტორიებს მხოლოდ ფურცლებს? რატომ ვწერთ, დარწმუნებლნი, რომ მათ ვერავინ წაიკითხავს. რა აზრი აქვს იმის წერას, რასაც ვერავინ ვერასდროს წაიკითხავს? 
-ვწერთ იმიტომ, რომ გვინდა ვიღაცას გავანდოთ ჩვენი ამბები, მოვყვეთ ისტორიები, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა. ვწერთ გულის მოსაოხებლად. ვწერთ იმიტომ, რომ ვეღარ ვიტევთ. ვწერთ იმ სიმშვიდის განსაცდელად, რომელიც მას შემდეგ გვეუფლება, როდესაც ვიღაცას ვუყვებით ჩვენს ამბავს. მაგრამ წერისას ვერ ვისმენთ რჩევებს, თუ შეფასებებს, ჩვენი ისტორიები უპასუხო რჩება. ფურცლებს, არ შეუძლიათ თავიანთი აზრების გამოთქმა ჩვენს დაწერილ ისტორიებზე.

-რატომ ვმალავთ ჩვენს ისტორიებს? რატომ ვწერთ მათ, მაგრამ არავის ვაკითხებთ? იმდენად ეგოისტები ვართ, რომ არავინ გვინდა გაიზიაროს ჩვენი განცდები და შთაბეჭდილებები? არ გვინდა, რომ ისინი ჩვნი სიტორიების მონაწილენი გახდნენ? რატომ არ გვინდა გავუზიაროთ სხვებს ისტორიები, რომლებმაც შეძლება შთააგონოს ისინი?

-რატომ ვეძებთ თანაგრძნობას? რატომ მოვითხოვთ, რომ გაგვიგონ? მაშინ როდესაც არ ვყვებით ჩვენს ისტორიებს? რატომ ვცხოვრობთ გამოგინილ ისტორიებში? ჩვენით რატომ ვქმნით გამოგონილ რეალობას? რატომ მოვითხოვთ რომ დაგვიჯერონ, როდესაც საკუთარი თავის თავადაც აღარ გვჯერა? როდესაც გამუდმებით ვცრუობთ, მაშინაც კი, როცა ვამბობთ, რომ სიმართლეს ვამბობთ?

-ვისურვებდი წავიკითხო დაუწერელი ისტორია, ისეთი, რომელიც არ იქნება მწერლის მიერ შეთხზული და ფილოლოგის მიერ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულად შესწორებული. 
-ვისურვებდი უხილავი ვიყო, შევაღწიო იმ სივრცეში, სადაც იწერება რეალური ისტორიები, გავიცნო ოსტორიების მოქმედი გმირები და არა ლიტერატურულად შეთხზულნი და გამოგონოლნი.


-მინდა ბევრი შეცდომით დაწერილი წინადადების წაკითხვა, გაკრული ხელით დაწერილი ფრაზების ამოკითხვა. შეცვეთილი და გახუნებული ფურცლებიდან მინდა კოთხვა და არა სტამბიდან გამოტანილი ხარისხიანი ფურცლებიდან. 
-მინდა კითხვის დროს დამეუფლოს რეალობის განცდა. მინდა ვიგრძნო ავტორის გულწრფელობა, მინდა ვუთანაგრძნო. 
-ნამდვილი ისტორიის წაკითხვა მინდა, ისეთის, რომელიც ჯერ არ დაწერილა...





  

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
User
offline NnIiNnIi (22)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.