Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

"მე ,არაფერი შემინიშნავსო"...

სული სული რთულია,,,ნაქსოვია აბრეშუმივით...მტრედებივით ჰაერში მიფარფატებს,როცა ადამიანი ადამიანობს...მხოლოდ კეთილი საქმეები ამართლებს და სძნეს აზრს,ჩვენს არსებობას,მხოლოდ ლოცვა,კითხვა და გონიერი ფიქრი გვაქცევს ადამიანს ადამიანად...ამ ყველაფრის სათავე კი თვამდაბლობაა...თბილია თავმდაბალი ადამიანი და მოწყალე...გულს ათბობს სხვისი თავმდაბლობა,შენ რომ ამპარტავანი იყო მაინც იგრძნობ,შვებას და სიხარულს,სიხარულს,როცა თავმდაბალ კაცს შეხვდები..დაფიქრდები და ეცდები, შენც შიეცვალო და უკეთესი გახდე...

ჩვენი პატრიარქი,უცხოეთში იმყოფებოდა, თავის დელეგაციასთან ერთად..ერთ-ერთ სასულიერო პირს,პრესკონფერენციის მსვლელობის დროს,სიტყვით გამოსვლისას,ისეთი შეცდომები დაუშვია,რომ წესით პატრიარქის გულისწყრომა უმდა გამოეწვია..სასულიერო პირი დიდ მწუხარებაში ჩავარდნილა და კონფერენციის დასრულების შემდეგ,მოკრძალებითა და მწუხარებით შესულა პატრიარქთან..ძალიან ვწუხვარ და განვიცდი დაშვებულ შეცდომასო უთქვამს...პატრიარქს კი უპასუხნია:”რომელი შეცდომა?მე არაფერი შემინიშნავსო?”სასულიერო პირი სიხარულით გამოსულა საპატრიარქოდან და უფრო აქტიურად და სიხარულით გაუგრძელებია მოღვაწეობა...

ასეთი გონიერება და ადამიანის შინაგან სამყაროსთან სწორი და გონივრული ურთიერთობა,მხოლოდ უფლის რჩეულთა ხვედრია,მაგრამ ჩვენც ხომ შეგვიძლია ყური დავუგდოთ ერთმანეთს?ერთმანეთთან სწორი მოპყრობა და ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ...


Tags:

 
Interesting
positive votes: 23  |  negative votes: 0

Write comment:

NANONANIKO (44)
რომელი შეცდომა?მე არაფერი შემინიშნავსო
#3, 04.01.2012 - 23:33
ასეთი გონიერება და ადამიანის შინაგან სამყაროსთან სწორი და გონივრული ურთიერთობა,მხოლოდ უფლის რჩეულთა ხვედრია,მაგრამ ჩვენს ხომ შეგვიძლია ყური დავუგდოთ ერთმანეთს?ერთმანეთთან სწორი მოპყრობა და ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ...
#2, 25.12.2011 - 18:57
aMIRZAde (46)
ამიტომ გვყავს საბედნიეროდ ისეთი ადამიანები და ვისწავლოთ მათგან, თუ რასაკვირველია გვინდა რომ ვიადამიანოთ...
#1, 25.12.2011 - 18:53
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.