Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Planktoni blog







გრეგორ იოჰან მენდელი (Gregor Johann Mendel) (1822 წლის 20 ივლისი – 1885 წლის 6 იანვარი) ავგუსტინელთა ორდენის ბერი და მეცნიერი იყო, რომელსაც ხშირად გენეტიკის ფუძემდებლად მოიხსენიებენ. მენდელი სწავლობდა ნიშან-თვისებების გადაცემას ბარდაში. მან დაამტკიცა, რომ მემკვიდრეობითობა კანონებს ემორჩილება(რომლებსაც შემდგომ მისი სახელი უწოდეს).მენდელის ნაშრომის მნიშვნელობა მხოლოდ მეოცე საუკუნეში გახდა ცნობილი,როცა რამდენიმე სხვადასხვა მეცნიერი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდა იმ დასკვნებამდე, რომლებიც გრეგორს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონდა ჩამოყალიბებული. ამ ხელახალმა აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ახალი დისციპლინის – გენეტიკის განვითარებას.

ბიოგრაფია

მენდელი დაიბადა გერმანელი გლეხების, ანტონ და როზინა მენდელების ოჯახში, ჰაინცენდორფში, ავსტრიის იმპერიაში (დღევანდელი იიჩინი, ჩეხეთის რესპუბლიკა). ჰყავდა ორი უფროსი და ერთი უმცროსი და. ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ფერმაში, რომელსაც მენდელების ოჯახი 130 წელზე მეტი იყო რაც ფლობდა. გრეგორს ბუნებისადმი ინტერესი ბავშობიდანვე ჰქონდა.ის მებაღედ მუშაობდა, სწავლობდა მეფუტკრეობას.

ადრეული მოღვაწეობა

1840-1843 წლებში სწავლობდა ოლმიუცის ფილოსოფიის ინსტიტუტში.

ფიზიკის მასწავლებლის, ფრიდრიხ ფრანცის რჩევით, 1843 წელს მენდელი ბერად აღიკვეცა ავგუსტინელთა ორდენის წმინდა ტომასის სახელობის სააბატოში და მიიღო სახელი გრეგორი. . 1844-1848 წლებში სწავლობდა ბრნოს ღვთისმეტყველების ინსტიტუტში.

1847 წელს გახდა მღვდელი.

გრეგორი დამოუკიდებლად ეცნობოდა სხვადასხვა მეცნიერებებს. ერთ-ერთ სკოლაში დროებით ასწავლიდა ბერძნულ ენასა და მათემატიკას.

მასწავლებლის ატესტატის მისაღებ გამოცდაში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გრეგორმა არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა გეოლოგიასა და ბიოლოგიაშI.

1849-1851 წლებში გიმნაზიაში ასწავლიდა მათემატიკას, ლათინურ და ბერძნულ ენებს.

1851-853 წლებში ვენის უნივერსიტეტში ეუფლებოდა საბუნებისმეტყველო ისტორიას, უნგერის – ერთ-ერთი პირველი ციტოლოგის – ხელმძღვანელობით. სწორედ აქ დაინტერესდა მენდელი მცენარეების შეჯვარებითა და ნიშან-თვისებების შთამომავლობაში გამოვლენის სტატისტიკით.

შემდეგ იგი ბრუნდება სააბატოში და იწყებს ფიზიკის მასწავლებლად მუშაობას.

გენეტიკის ფუძემდებელი [რედაქტირება]

გრეგორ მენდელმა, რომელიც თანამედროვე გენეტიკის ფუძემედებლადაა აღიარებული, უნივერსიტეტების პროფესორების წაქეზებით დაიწყო მცენარეთა სახეობების მრავალფეროვნების შესწავლა, მან ეს განაგრძო მონასტერშიც.

1856-1863 წლებში მენდელმა გამოიყვანა და შეისწავლა ბარდის (Pisum sativum) 29 000 მცენარე. შედეგად ჩამოაყალიბა სამი კანონი:

პირველი – პირველი თაობის ჰიბრიდების ერთგვაროვნების კანონი, როცა ვლინდება მხოლოდ ერთი, დომინანტური ნიშან-თვისება.

მეორე – მეორე თაობაში დათიშვის კანონი, როცა ვლინდება ორივე მშობლის ნიშან-თვისებები დათიშვით 3:1 (დომინანტური : რეცესიულთან).

მესამე – ნიშან-თვისებათა დამოუკიდებლად გადაცემის კანონი – ცალკეული წყვილი ნიშნის მემკვიდრეობა ერთმანეთზე არაა დამოკიდებული.

1865 წელს გრეგორმა თავისი ნაშრომი ‘ექსპერიმენტები მცენარეების შეჯვარებაზე’ გააცნო ბუნების ისტორიის საზოგადოებას ბრუნში, მორავიაში. მენდელის 1866 წელს გამოცემული კვლევა, მსოფლიოს 120 უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვდა. თავად გრეგორმა 40 ყველაზე ცნობილ ბოტანიკოსს დაუგზავნა ასლები, თუმცა ამას ბიოლოგების ინტერესი არ გამოუწვევია.

როცა მენდელმა დაასრულა ბარდის შესწავლა, მან გადაწყვიტა ექსპერიმენტები ფუტკარზე ჩაეტარებინა, რათა აღმოჩენილი კანონების სიზუსტე ცხოველებზეც შეემოწმებინა. გრეგორმა გამოიყვანა ჰიბრიდული ჯიში, თუმცა ნათელი სურათის შექმნა ვერ მოახერხა, რადგან ძალიან ძნელი იყო მდედრი ფუტკრების შეჯვარების კონტროლი.თანაც, მიღებული შთამომავლობა ბარდებზე ცდებით აღმოჩენილ კანონებს არ დაემორჩილა. შემდგომში დამტკიცდა, რომ ეს გენეტიკის სხვა მექანიზმებით იყო გამოწვეული, რომლებსაც მენდელი მაშინ არ იცნობდა.

1868 წელს მენდელი აბატად აირჩიეს. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ამით დასრულდა, რადგან ადმინისტრაციული საკითხებზე დაკისრებულმა პასუხისმგებლობამ, ასევე დავამ ხელისუფლებასთან, რომელიც ცდილობდა ახალი გადასახადები დაეწესებინა რელიგიური ინსტიტუტებისთვის, დრო აღარ დაუტოვა მენდელს გენეტიკის შესწავლისათვის.

მისი აღმოჩენები მის სიცოცხლეშივე არ გამხდარა ცნობილი და არ უღიარებიათ. მაშინ სწამდათ, რომ ნიშან-თvისებების მემკვიდრეობა დარვინის პანგენეზისის თეორიის პრინციპებით ხდებოდა. დღეს მეცნიერები უკვე მენდელის გენეტიკას იყენებენ.

გრეგორ მენდელი ქრონიკული ნეფრიტით გარდაიცვალა 1884 წლის 6 იანვარს, (ბრნო. მორავია. ავსნტრია-უნგრეთი (დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკა)). ახლადარჩეულმა აბატმა მენდელის ყველა ქაღალდი დაწვა, რათა საბოლოოდ დაესრულებინა დავა გადასახადებზე.


XIX საუკუნეში,ავსტრიელი ბერი მცენარეების ბიოლოგიამ გაიტაცა,ის აჯვარებს პატარა ბარდის ათასობით მცენარეს და ათი წლის მუშაობის შემდეგ აღმოაჩენს,თუ როგორ გადაეცემა მორფოლოგიური ნიშსან-თვისეები ერთი თაობიდან მეორეს.ამგვარად იგი საფუძველს უყრის თანამედროვე გენეტიკას.

ავსტრიის იმპერიის საზღვრებთან,ბრუნში(დღევანდელი ბრნო,ჩეხეთი) ავგუსტინელთა მონასტერი ცნობილია ბერების სამეცნიერო მუშაობით.ერთ-ერთი მათგანი,მათეუს კლასელი,საექსპერიმენტო ბაღის ხელმძღვანელია.1843 წლის ზაფხულში მან მიიღო მორჩილი(ბერი რომ გახდეს,მორჩილმა უნდა ისწავლოს რელიგიური ტექსტები და იმ რელიგიური ორდენის წესებისადმი მორჩილება,რომელშიც ერთიანდება) გრეგორ მენდელი,რომელიც შეუერთდა გაერთიანებას.

-ამ ბაღში,ძმაო მენდელ,ჩვენ ვცდილობთ შეჯვარებით შევქმნათ მცენარეების ახალი სახეობები.ნება მომეცით გაჩვენოთ,როგორ ვმუშაობთ.პატარა ბარდის ორი სახეობისგან,თეთრ და იასამნისფერყვავილიანისგან,მე შევეცდები მივიღო ისეთი სახეობა,რომელშიც ორივე ფერი იქნება შერეული.როგორც იცით,მცენარეების გამრავლება ხორციელდება ყვავილის მტვრით.ყვავილების მამრობითი ორგანოების მტვრიანების მდედრობით ორგანოებზე დადებით ვიღებთ ბუტკოს,რომელიც განაყოფიერდება.მე ამ ბუნებრივი პროცესის რეპროდუცირებას ხელით ვაპირებ.

მე ვიწყებ გაუშლელი ყვავილის მოძებნას.დარწმუნებული ვარ,რომ ამგვარად ის არ იქნება დამტვერილი.ყვავილს ვშლი და პინცეტით ვიღებ ყვავილის ყველა მტვრიანას.ამგვარად,დარწმუნებული იქნებით,რომ არ მოხდება ბუტკოების დათესვა.ზუსტად ახლა მე ვწყვეტ გაშლილ იასამნისფერ ყვავილს.მისი ბუტკო ყვავილის მტვრითაა დაფარული.ვაცლი ფურცლებს და მტვრიანებს,რომ მხოლოდ მდედრობითი ორგანო დავტოვო.რომელსაც ფუნჯად გამოვიყენებ,რომ ყვავილის მტვერი თეთრი ყვავილის ბუტკოზე დავდო.შემდეგ,უსაფრთხოების მიძნით,განაყოფიერებულ ყვავილს ვიცავ,რომელსაც პატარა ჩანთას ვაფარებ.

-რატომ?

-ამგვარად არ იარსებებს რისკი,რომ სხვა ყვავილის მტვერთან კონტაქტში შება,რომელიც შესაძლებელია ქარის ან ფუტკრების საშუალებით გადავიდეს.

-და მაშასადამე,დაიმტვეროს ბარდის სხვა სახეობით?

-დიახ.წლის ბოლოს წარმოქმნილი ჰიბრიდის მარცვლებს დავთესავთ და ვნახავთ,იძლევა თუ არა თეთრი და იასამნისფერი ყვავილების მიღების საშუალებას.

-როგორ გგონიათ,შედეგს მიაღწევთ?

-ზოგჯერ გამოგვდის,ხშირად კი ვერ ვახერხებთ მათ შერევას:ყვავილები თავიანთ საწყის ფერებს ინარჩუნებენ.არავინ იცის,როგორ ხერხდება ზოგჯერ იმ ნიშან-თვისებების გაერთიანება,რომლებიც მანამდე განცალკევებულ ყვავილებზე იყო.მოგეხსენებათ,ბევრი რამ არ ვიცით მცენარეების რეპროდუქციაზე..შეხედეთ!მე დავადგინე ერთი უცნაური რამ:ხდება ხოლმე,რომ ჰიბრიდული ყვავილების პირველ თაობაში მხოლოდ ერთ ფერს ვხედავთ,შემდეგ,მომდევნო თაობაში,მეორე ფერი იჩენს თავს.საინტერესო ფენომენია,რომლის მომსწრეც ხშირად გავხდი-ისე,რომ ვერ შევძელი მისი ახსნა.

-ფერის გამოჩენა და გაქრობა?მსურს დეტალურად შევისწავლო ეს ფენომენი როგორც კი დრო მექნება.იმედი მაქვს,მორჩილების პერიოდის შემდეგ შევძლებ ამ საქმეს შევუდგე.

ექვსი თვის შემდეგ ახალგაზრდა ბერი ხვდება მენდელს.

ხშირად გხედავთ ბაღში,ძმა კლასელთან ერთად.შენც ცდილობ მცენარეების ახალი სახეობების შექმნას?

-დიახ,ბოსტნეულის და ხილის თვისებების გაუმჯობესება მინდა შევძლო.

-აა!ამაში მე შენს გლეხურ წარმომავლობას ვხედავ!

-მართალი ხარ.მაგრამ შესანიშნავი იქნება თ ერთსა და იმავე მცენარეში სხვადასხვა სახეობის თვისებებს გავაერთიანებთ.

-მაგალითად,გემრიელი ვაშლის ჯიშში,რომელიც კარგად უწევს წინააღმდეგობარ დაავადებებს.

-მაგრამ ეს ოცნებაა,რადგან ერთხელ განხორციელებული შეჯვარებისას არასდროს ვიცით,საჭირონიშან-თვისებები როგორ გადაეცემა ერთი თაობიდან მეორეს.

-და შენ ფიქრობ,რომ შეძლებ ამის გაგებას?

-ალბათ.იმ პირობით,თუ დროს დავუთმობ,რაც არ შემიძლია ამჯერად,რადგან თეოლოგიის შესწავლა ამის საშუალებას არ მაძლევს.

სამი ზლის შემდეგ,1847 წელს,მენდელი მღვდელი ხდება.სხვა ბერების მსგავსად,ისიც იღებს მასწავლებლის ადგილს რეგიონის ერთ-ერთდ ლიცეუმში.1851 წელს მონასტრის წინამძღოლი აბატი ნაპი მას ვენის უნივერსიტეტში გზავნის სამეცნიერო სწავლების სრულყოფისა და საშტატო პროფესორის თანამდებობის მიღების მიზნით.

პროფესორ დოპლერის ფიზიკის ლექციები საინტერესო აღმოჩნდა.მენდელი ხდვება,თუ როგორ უნდა წარმართოს სამეცნიერო ექსპერიმენტი.

-ბატონებო,როდესაც ვსწავლობთ ბუნებრუვ ფენომენს,ყოველთვის პირველივე ჯერზე ვერ ვიღებთ დამამტკიცებელ შედეგებს.ზოგჯედ საჭიროა ექსპერიმენტის რამდენჯერმე გამეორება,ვიდრე მივიღებთ კონსტანტას,სხვაგვარად რომ ვთქვათ,კანონს.

-მარტივ მაგალითს მოვიყვან:მონეტას ათჯერ ავაგდებ.ვთქვათ,3-ჯერ ავერსით დავარდება,7-ჯერ კი ტრავერსით.შემდეგ თავიდან დავიწყებ.ამჯერად მივიღებ 6 ავერსს და 4 ტრავერსს.ამ შედეგებით ვერ შევძლებ დასკვნის გაკეთებას.სამაგიეროდ,თუ ათიათასერ გავიმეორებ მონეტის აგდებას,ორიდან ერთი შანსი მაქვს სასურველს მივაღწიო.

-აი,რა დამჭირდება მცენარეების ნიშან-თვისებების გადაცემის შესასწავლად.

1853 წლეს მენდელი შეძენილი ცოდნით ბრუნდება ბრუნში.სამი წლის განმავლობაში იგი პედაგოგიური საქმიანობითაა დაკავებული.მხოლოდ 1856 წლეს გადაწყვეტს მცენარეების ჰიბრიდაციის საფუძვლიანად შესწავლას.

ამას უხსნის თავის წინამძღლოს,აბატ ნაპს.

-მსურს გავიგო,როგორ გადაეცემა მცენარის მორფოლოგიური ნიშან0-თვისებები ერთი თაობიდან მეორეს.გადავწყვითე კვლევები პატარა ბარდების სახეობებზე ვაწარმოო.

-რატომ ბარდებზე…და არა კომბოსტოებზე და ვარდებზე?

-პატარა ბარდებს მკაფიოდ განსხვავებული ნიშანთვისებები აქვთ,მაგალითად,ყვითელი ან მწვანე ფერი.ამგვარად,მე გამიადვილდება ნიშან-თვისებების გაჩენის ან გაქრობის დანახვა ჰიბრიდების თითოეული თაობაში.

-ეს საინტერესოა!ჩემი თანხმობა გაქვთ.ჩამაყენეთ საქმის კურსში,როგორ წარიმართება თქვენი მუშაობა.

მენდელი ექსპერიმენტს შეუდგა:2 წლის განმავლობაში ის მხოლოდ ,,სუფთა” ბარდის სახეობებს არჩევდა მისთვის საინტერესო ნიშან-თვისებების მისაღებად.შემდეგ ბერმა დაიწყო იმ მცენარეების შეჯვარება,რომელბიც სხვებთან ერთად მხოლოდ გლუვ ბარდას იძლევა და იმათი,რომლებიც მხოლოდ დანაოჭებულ ბარდას წამოქმნის(ეს ბარდები მართლაც დანაოჭებულია მხოლოდ მაშინ,როდესაც მშრალია.ჭორის გამოსვლის შემდეგ ისინი კუთხოვანია და არა მრგვალი).

მომდევნო ზაფხულის ბოლოს ის აგროვებს პატარა ბარდების ჭოტებს,ხსნის და მათ შიგთავსს აკვირდება.

-ჰობრიდების ამ პირველმა თაობამ მხოლოდ გლუვი ბარდა მოგვცა.თითქოსდა ეს ნიშან-თვისება სჯობნის მეორე მშობლის ნიშან-თვისებას:თითქოს დომინანტია.ვნახოთ რას მოგვცემს მეორე თაობაში.

შემდეგ გაზაფხულზე ბერმა ეს გლუვი ბარდები დათესა.მათ კარგი ჰიბრიდული ნერგები ჯქონდათ,რომლებსაც მენდელმა თავისუფლად გაზრდის საშუალება მისცა.შემოდგომაზე ისვე მიიღო ჭოტები.

-დანაოჭებული ბარდები თავიდან გამოჩნდა მეორე თაობაში.თითქოს ბუნებამ უკან დააბრუნდა…ამას ველოდებოდი…მაგრამ რამდენია?ამ ჭოტში მაქვს ოთხი დანაოჭებული და ხუთი გლუცი.სხვები როგორია?

კვირების განმავლობაში მენდელი ხსნის ათასობით ჭოტს,შემდეგ სათითაოდ თვლის ყველა ტიპის ბარდას.დათვლის შემდეგ აღმოაჩენს,რომ მეორე თაობაში გლუვი ბარდა სამჯერ აღემატება დანაოჭებულ ბარდას.მაგრამ აქვს თუ არა ამ შედეგს რაიმე მნიშვნელობა?

ამის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში აგრძელებს ექსპერიმენტებს ნიშან-თვისებების ექვსი სხვა წყვილის შესწავლით:ბარდები ფერი,ჯოტების ასპექტი,ყვავილების ფერი…-20 000-ზე მეტ ჰიბრიდულ ნერგზე!

-დაუჯერებელია!ჰიბრიდების მეორე თაობაში ,,დათიშვის” ნიშან-თვისება-პირველ თაობაში გამქრალი-თავიდან ჩნდება და ყოველთვის იმავე პროპორციით:ერთი მეოთხედი სამ მეოთხედ ,,დომინანტზე.”

როგორ უნდა აიხსნას ეს შედეგები?მაშინ მენდელს ახსენდება ვენის უნივერსიტეტში მისი ერთ-ერთი პროფესორის თეორია.ფრანც უნგერი ამტკიცებდა,რომ მცენარეების სქესობრივი უჯრედები,მამრობითი და მდედრობითი,თანაბარ როლს ასრულებს მათი შთამომავლობის ჩამოყალიბებაში.ის წინასწარ გრძნობს,რომ შეიძლება აქ იყოს ნიშან-თვისებების გავრცელების გასაღები.ამის სესახებ კლასელს ესაუბრება.

-იცით უნგერის თეორია?ვფიქრობ,რომ თითოეულ სქესობრივ უჯრედშ არის ყვავილის მტვერი ან ჩანასახის უჯრედი. ,,ფაქტორი”,რომელიც ნიშან-თვისებას,მაგალითად, ,,სიგლუვეს” ან ,,ნაოჭებს”,თავის შთამომავლობას გადასცემს.

-გისმენთ,და მერე?

-თუ მე გლუვბარდიან ნერგს გავანაყოფიერებ დანაოჭბული ბარდის ნერგით,მივიღებ ჰიბრიდს,რომელიც ორიცეს მატარებელია.თუმცა პირველ თაობაში მხოლოდ გლუვ ბარდას მივიღებ,ჩემთვის უცნობი მიზეზით, ,,გლუვი” ნიშან-თვისება დომინირებს ,,დანაოჭებულ” ნიშან-თვისებაზე.გაგრძელება უფრო საინტერესოა:შემდეგ მე ვზრდი ჰიბრიდებს.ისინი წარმოქმნიან ყვავილის მტვერს,რომელიც ხან გლუვი,ხან დანაოჭბული ნიშან-თვისების მატარებელია.იგივე ხდება ჩანასახის უჯრედების შემთხვევაშიც.განაყოფიერება ხდება ალალბედზე.მაშასადამე,მე მაქვს ,,გლუცი და დანაოჭებული” ნიშან-თვისებების ოთხი შესაძლო კომბინაცია.მაგრამ,რადგან ,,გლუვის” ნიშან-თვისება ,,დომინანტია” ის ფარავს ,,დანაოჭებულის” ნიშან-თვისებას ოთხიდან სამ შემთხვევაში,მხოლოდ ორივე ფაქტორის მქონე მცენარეებს ექნებათ დანაჭბული ბარდები.

-კარგი ნამუშევარია,მენდელ,აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოთ.

1865 წელს მენდელი თავის შედეგებს ბრუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საზოგადოებას წარუდგენს,მუშაობის ანგარიშს კი ცნობილ ბიოლოგებს უგზავნის,თუმცა უშედეგოდ..იმედგაცრუებული მენდელი სამონასტრო სამუშაოებითაა დაკავებული:1868 წელს მას აბატად ასახელებენ,მისი ნაშრომები კი დავიწყებას ეძლევა.

35 წლის შემდეგ მკვლევარები ჰიუგო დე ფრიზი,კარლ კორენსი და ერიკ ფონ ჩერმარკი თავიდან აღმოაჩენენ ჰიბრიდიზაციის კანონებს.მაგრამ ეს მათ დიდებას არ მოუტაბს,რადგან ძალიან მალე მიხვდებიან,რომ ერთმა უბრალო ავსტრიელმა ბერმა უკვე ყველაფეერი აღმოაჩინა.

1909 წლიდან ,,გენი” უწოდეს იმ ფაქტორებს,რომლებზეც მენდელი საუბრობდა,და უფრო მოგვიანებით აღმოაჩიენს,რომ ისინი შეესაბამებოდნენ გრძელი მოლეკულის ფრაგმენტებსრომლებიც უჯრედების სიღრმეში,დნმ-შია დამალული.მაგრამ ეს სხვა ისტორიაა..

დღეისათვის მენდელი გენეტიკის ფუძემდებლად არის მიჩნეული,რადგან მან პირველმა გაიგო,როგორ ხდება ზოგიერთი მემკვიდრეობითი ნიშანთვისების გადაცემა.მან ამას დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღზია,აგრეთვე იმიტომაც,რომ ბედმა გაუღიმა:იმ ნიშან-თვისებების მართვა,რომლებიც კვლევისთვის შეარჩია,მხოლოდ ერთი გენით ხდებოდა.




Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline Planktoni (26)
საქართველო, საქართველო, რუსთავი



Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.