Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lediqeti blog

”ფიქრები წვიმის წვეთებთან ერთად”

..ისევ და ისევ წვიმს...წვიმის ხმაური ისევ შენს ხმას მახსენებს. ვფიქრობ... ვფიქრობ, მაგრამ რისთვის ნეტავი. ვიცი, რომ მოხვალ, მაგრამ ლოდინმა დამღალა. მენატრები... გეძახი... ჩუმად ვიმეორებ შენს სახელს... მინდა შენი ცქერით დავტკბე. როცა ახლოს იყავი მუდამ მიუწვდომელი მეგონე ჩემთვის, მაგრამ ახლა როცა შორს ხარ ვხვდები თუ რა ახლოს იყავი ჩემთან. ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება, შენი ლამაზი თვალები და შენი აჩქარებული ფეხის ნაბიჯი... აღარ შემიძლია, ტირილი მინდა, მაგრამ ვერ ვტირი... შენს სურათს ვუყურებ და ვიცი რომ შენც ფიქრობ ჩემზე, შენც იტანჯები... რატომ ხდება ასე? მიყვარხარ მუდამ ამას ვიმეორებ ჩუმად, ხმამაღლა ვერ ვბედავ,რადგან მეშინია ვინმემ არ დამიმსხვრიოს ეს გრძნობა. ის ხომ ისეთი სათუთი და ისეთი ნაზია...
... დრო უსაშველოდ მიიზლაზნება. მღლის ყველაფერი... შენი ნახვა, შენს ლამაზ თვალებში ჩახედვა მინდა. მენატრება შენი ღიმილი, რომელიც გახსოვს როგორ მიყვარდა? შენი გამოხედვა, შენი ლაპარაკი, ყველაფერი მომენატრა... და აი ცრემლებიც წამომივიდა. ბუნებასთან ერთად მეც ავტირდი. ნეტავ რას დასტირის იგი?ჩემსავით უიმედი სიყვარულს? არა, იგი უბრალოდ ტირის, იცის ხვალ ისევ ბედნიერი იქნება, მეც ხვალინდელით ვცოცხლობ. ყოველ დღე შენ გელოდები, მგონია სადღაც შემხვდები, დაგინახავ და კვლავ აჩქარებული ნაბიჯით წამოხვალ ჩემსკენ.
...სად ხარ ახლა? მინდა ვიცოდე ყველაფერი შენს შესახებ. არაფერი არარ დამეჩენია... დამრჩა მხოლომ ორი სიტყვა, რომლებიც ყველაფერია ჩემთვის, რომლებიც გულის სიღრმეში მუდამ ჩემთან არის. ეს ორი სიტყვაა: შენი სახელი და სიტყვა მიყვარხარ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline lediqeti (26)
საქართველო, საქართველო, რუსთავი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.