Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

ბოდიშს ნუ მიხდი

ბოდიშს ნუ მიხდი... ნუ დამდებ პატივს!
არ გინდა! არა!... შენს "მე"-ს - რაობას
სჯობს შეეგუო – სულამდე მარტივს!
ვეღარ აღგიქვამ არარაობას!

რადგან გამძარცვე, (გრძნობებს ვინ ჩივის)
ხედვაც მომპარე "გულის ჯიბიდან",
ფასი გაუხდათ მაგ ცრემლებს ჩირის,
მათი სიმრავლით ვერ მიმიზიდავ!

შენ კი ბოდიშით გსურს ტყვეთა გაცვლა,
გსურს გამოსყიდვა შენი ცოდვების...
ცრემლებს არ ძალუძთ ქისიდან დაცლა,
ინფლაციური კრახი მოელით.

ბოდიშს ნუ მიხდი! არ ვარ ლომბარდი,
ჩემში რაც ჩადე იყოს საკმარი!
ისე მძულს თავი... ალბათ მოვკლავდი...
მე – არ ვარ ღმერთი, ცრემლი – საკლავი.

ვერ შევიწირავ ცრემლებს ზვარაკად
– ფუძემდე ყალბებს – კუსტარულ აბებს.
გულს და გონებას ვერ ვყოფ თანაბრად,
ვერც ბოდიშებით სავსე ყულაბებს...

ბოდიშს ნუ მიხდი... ნუ დამდებ პატივს!
არ გინდა! არა!... შენს "მე"-ს - რაობას
სჯობს შეეგუო – სულამდე მარტივს!
ვეღარ აღგიქვამ არარაობას!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.