Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

ვერ შეგიფარე...

ვერ შეგიფერებ მეთქი ვამბობდი,
ვერ შეგიფერე კიარადა ,
ვერ შეგიფარე...
და დაგიფარე ალბათ ჩემი
სიჯიუტისგან, გიხსენი ვგონებ
ეჰ არ ვიცი რატომ ვწერ ახლა,
რას გაგაგონებ მე შენ
აქედან ,რას გაგაგონებ?!
გადაჭრილ მორებს ხაზებს უთვლის
მზერა წრეზე და
მე ვიცნობ იმ ბიჭს
წლების წინ რომ თურმე მეძებდა
ჭიამაიის ნარჩევ ამინდს
როგორც ეძებენ
მერე ვერ ძლებენ ერთმანეთის გარდა
ვერ ძლებენ
და ასე ზანტად ,ასე ურცხვად გასულ წამებში
მე ვეძებ წარსულს შენგან დამტკბარს
შენზე დაგეშილს....
როგორც არეულ მარტის ქუჩებს კოცნის ქარები
ისევე ვკოცნი ხელისგულს და
სულ მენატრები...
ვწერ ისე ჩემთვის და ათასი კითხულობსვგონებ,
რას გაგაგონებ მე შენ ეხლა,
რას გაგაგონებ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 8  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.