Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tedoqeti blog

13 პასუხი კითხვაზე”რა არის სიყვარული?”

1. ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას ადამიანები კაცობრიობის არსებობის მანძილზე ცდილობდნენ და ცდილობენ... პოეტები ლექსებს უძღვნიან, მხატვრები ნახატებში ასახავენ, მწერლები რომანებს უძღვნიან... მე კი არც ერთი მათგანი არ ვარ ლექსებით, ნახატებითა და რომანებით რომ გავცე პასუხი... და მაინც სიყვარული სულიერი გრძნობაა, რომელსაც ავსებს ფიზიკური



2. ამბობენ სიყვარული დედამიწაზე ცხოვრების დროს ავანსად გვეძლევა. არ ვიცი რამდენად სწორი ნათქვამია, მაგრამ პავლე მოციქულის სიტყვებში კი ეჭვი არ მეპარება: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი, სიყვარულს არ სურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. სიყვარული ილტვის, ყოველივეს უჯერებს ყველას, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარულია თავად ღმერთი.”



3. ბევრნაირი სიყვარული არსებობს. ყველა განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი მთავარი რამ – ურთიერთგაგება და თუ არ არის გაგება, მაშინ არც გრძნობა არაა.



4. ჩემი აზრით სიყვარულის იმდენივე შეფასება არსებობს რამდენი ადამიანიც დაბადებულა. სიყვარულის მთელი ხიბლიც ეგ არის რომ ბოლომდე ამოუცნობია, ინდივიდუალურია, მოულოდნელობებით არის აღსავსე.

სიყვარულის აღქმაც კი განსხვავებულია... მაშინ როცა ხარ შეყვარებული, შემდგომ, როცა დამთავრდება და ცივი გონებით აანალიზებ.
A მასზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ მთვარია რომ სიყვარული არის ბენიერება, არის სიკეთ, კეთლშობილება, მშვიდობა და სიამოვნება. Aადამიანი რომელიც შეყვარებულია, მისთვის მთელი საყარო ერთიანდება.

ეს არის განცდა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს ერთხელ მაინც, რადგან მერე ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედოს. ძალიან ცოდოა ის, ვინც არასდროს ყოფილა შეყვარებულია.

არ ვიცი რამდენად დამაჯერებლად გამოვხატე ჩემი აზრი, მაგრამ ეს ისეთი თემაა, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი და ესეც ამ გრძნობის უპირატესობაა. რა ჯობია სიყვარულზე ლაპარაკსი



5. ბანალურია, მაგრამ სიყვარული ყველაფერის აზრია. მოკლედ და ლაკონურად.



6. მე პირადად, მჯერა რომ სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელიც ადამიანს აძლევს და ართმევს ცხოვრების აზრს.... ხოლო კონკრეტულად, კი მხოლოდ ერთი სიყვარულია ყველაზე სუფთა და უბიწო, მარადიული, უანგარო და უსაზღვრო, ეს მშობლის სიყვარულია შვილისადმი. ყველა სხვა სიყვარული დროებითია, თუნდაც ეს ათწლეულებით იზომებოდეს.



7. სიყვარული - ეს აუხსნელი გრძნობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს არაფერი ამ ქვეყანად.



8. სიყვარული არის გრძნობა, სადაც მიღებულია ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის დაფასება და გატანა, როგორც ლხინში, ისევე ჭირში.

ჩემი აზრით სიყვარულში ყველაფრის პატიება შეიძლება. ეს გრძნობა ყველაზე და ყველაფერზე წმინდაა. მას მოფრთხილება სჭირდება. სადაც წრფელი სიყვარულია იქ არ უნდა იყოს შური და ღალატი. იგი ჩემთვის ასოცირდება თეთრ მტრედთან, კაშკაშა მზესთან, ყვითელ ქვიშასთან და კამკამა მთვარესთან ანუ ყველაფერ იმასთან რაც წმინდა და ნათელია.

სიყვარულში არ უნდა არსებობდეს ჭუჭქიანი ფერები და ბინძური დამოკიდებულება.



9. სიყვარული ნიშნავს _ ეზიარო მეორე ადამიანს და მასში ღვთის ნაპერწკლაი აღმოაჩინო...



10. სიყვარული ნარკოტიკს ჰგავს. თავიდან ეიფორია, სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება. ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს და თუმცა შეგრძნებები მოგწონს, მაინც გჯერა, რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია განზე გადგე.

საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათით ივიწყებ. მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოკიდებული ხდები. და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ და ორი წუთით ივიწყებ.

თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს, იმასვე შეიგრძნობ, რასაც ნარკომანი, წამალს რომ წაართმევენ. ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით, წამალს რომ წაართმევენ, რომელსაც ერთი დოზის გულისათვი შეუძლია იქურდოს, მოკლას, თავი დაიმციროს, შენც მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო სიყვარულისათვის.



11. სიყვარული რაა ბრძენოი _ ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა. "ორი სული _ ერთი ფიქრი, ორი გული _ ერთი ფეთქვა!...”



12. სიყვარული არის ისეთი ჰაეროვანი გრძნობა, რომელიც მოგეხვევა, შეგბოჭავს, ერთის გარდა არაფერზე ფიქრის საშუალებას არ მოგცემს...



13. სიყვარული ერთმანეთის შინაგან სამყაროში ორი პიროვნების ღრმა ჩაწვდომაა და ამ სამყაროთა ნათესაობის აღმოჩენაა. სილამაზისაკენ მიმართული გრძნობა არამყარია, რადგან სილამაზის ნიჭი, როგორც ყვავილი, მალე დაჭკნება და ასევე გულიც, გრძნობაც მისკენ მიმართული ცვალებადი, წარმავალი და არამყარია. ხოლო სულიერი გრძნობა მარადიულია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.