Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NnIiNnIi blog

დღიურის ერთი ფურცელი..

ცხოვრება - სპექტაკლი;
ბედი - დამდგმელი რეჟისორი;
ჩვენ - მსახიობები;

მინდა ვწერო.. უაზროდ.. ვწერო ვინმეზე ან რამეზე.. ქაოსია ჩემში.. მინდა დავიცალო... ემოციებისგან დავიცალო, თორემ ასე მგონია ვეღარ ვიტევ უაზრო დარდს და სევდას.. მინდა დავიცალო და ცოტა ხანს ვიყო ასე უყველაფროდ, რომ შვება ვიგრძნო... 
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სამყარო გადასხვაფერდა.. მუქი ფერები მოედო ირგვლივ ყველაფერს... ხალხიც მუქი ემოციებით, უაზრო აზრებით, და არაფრისმეტყველი თვალებით... არ მესმის... ვერ ვეგუები.. ყველაფერი გაყალბდა.. ყველა ნიღაბს ატარებს.. ცხოვრება სპექტაკლად იქცა... უინტერესო სპექტაკლია უნიჭო მსახიობების მონაწილეობით.. (ჩემდა საუბედუროდ და უნებურად) მეც ერთერთი მათგანი ვარ.. "სტაჟიანი" მსახიობი..) ყოველდღე სხვადასხვა სპექტაკლში ვთამაშობ.. როლს მაყურებლის მიხედვით ვარჩევ... თავიდან გამიჭირდა ნიღბის მორგება, მაგრამ მალე მეც დავიხატე სახეზე ღიმილი და ვისწავლე როგორ განვასახიერო ბედნიერი გოგონას როლი.)) მას შემდეგ სულ ვთამაშობ.. როგორც ჩანს რეჟისორს (ბედს) მოეწონა ჩემი შესრულებული როლი და აღარ მაძლევს საშუალებას თამაში შევწყვიტო... მხოლოდ კულისებში ვახერხებ ვიყო ის რაც სინამდვილეში ვარ... კულისებშიც მხოლოდ ისინი მელიან ვისაც ჩემი სპექტაკლის ყურებას და გართობას ჩემს ნამდვილ მესთან ყოფნა ურჩევნიათ.. მათი რაოდენობა მაყურებლისაზე გაცილებით ცოტაა, მაგრამ ჩემი კულისები მაინც მთელ დარბაზს მირჩევნია... მათი გულშემატკივრობა და მათი სიყვარული მაძლევს ძალას დაწყებული სპექტაკლი ბოლომდე მივიყვანო... თორემ ვინ იცის თამაშის დროს რამდენჯერ გამჩრია ყელში ბოღმის ბურთი, მდომებია შუა სცენაზე ნიღბის მოხსნა და ყვირილი.. მინდოდა მეთქვა დარბაზში მსხდომთათვის თუ როგორ მძულს თითოეული მათგანი! ჰო მძულს ! იმიტომ, რომ ისინი ერთობიან და სიამოვნებას იღებენ ჩემი შესრულებული როლებით... მძულს ისინი იმიტომ, რომ არ აინტერესებთ რის ფასად მიჯდება თითოეული მათგანის გართობა.. 
დავიღალე... თანდათან ძალას ვკარგავ.. ვხვდები, რომ ჩემი ადგილი აღარაა ამ სცენაზე... სცენაზე სადაც "მსახიობები" "როლების" გულისთვის ხოცავენ ერთმანეთს.. გულს იღებენ, სულს ყიდიან... მეკი არ მინდა.. არ მინდა ამ სპექტაკლს შევალიო ყველაფერი... 
მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გამაჩნია, მაინც ყველაზე შეძლებული ვარ! სხვა "მსახიობებისგან" განსხვავებით მე კულისებში მაინც ვახერხებ ვიყო ჩემი თავი.. და რაც მთავარია მათგან განსხვავებით ამას იმ ხალხისთვის ვაკეთებ, რომლებიც იცდიან და ჩემთან ერთად ითვლიან წუთებს როდის დასრულდება სპექტაკლი, სცენაზე ფარდა ჩამოიშლება და მეც ნიღბის გარეშე დავუბრუნდები მათ... 
"რეჟისორი" მაიმედებს, რომ სულ მალე (როცა ჩემს როლზე სხვას დაამტკიცებენ) მე ანშლაგით გამაცილებენ "თეატრიდან"... მერე კი ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ ჩემს თავს ვითამაშებ... ვიქნები ის რაც ვარ და არა ის რაც "მაყურებელს" უნდა რომ ვიყო!

 

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
User
offline NnIiNnIi (21)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.