Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NnIiNnIi blog

" ხარ და არა იყავი"

უკვე ღამეა მე კი ისევ გელოდები, ვზივარ იქ სადაც ორივე ვიყავით მთელი დღეები.. მთელი ღამეები,იცი როგორ მენატრები დღეებს ვითვლი, წუთებს ვითვლი რომ ისევ გნახო, ისევ ჩაგეხუტო ისე რომ მთელი დღეები გეწუწუნო, ძალიან მენატრები, იცი როგორ მინდა ჩაგეხუტო იგრძნო ის, თუ როგორ მიყვარხარ, მინდა რომ აქ იყო ჩვენთან და აღარასდროს გაგიშვა შორს... იქ სადაც მე არ ვარ.. იქ სადაც შენ ვიცი რომ არ ხარ კარგად... მაკლიხარ ყველაზე ძალიან..იცი როგორ მინდა შენი ხმის გაგონება იმ ერთი სიტყვის გაგონება რომელზედაც ვოცნებობ, შენი სუნთქვის მოსმენა მინდა, ისე როგორც ადრე ვუსმენდი.. ძალიან ჩქარა სუნთქავდი და მეშინოდა გული არ გაჩერებულიყო...შენ ხომ არ მომკვდარხარ? .. უბრალოდ ჩვეულებრივზე დიდხანს ჩაგეძინა ..გაზარმაცდი და აღარ დგები ლოგინიდან ..დასერიოზულდი და აღარ ირბენ კიბეებზე .. აღარ გაიცინებ ..შენ სულ ჩემთან ხარ ..ყველას გვხედავ და ყველას ხმა გესმის.. ..შენ ხომ არ გსიამოვნებს მკვდრად რომ გთვლიან?რადგან მარტო ის კვდება ვინც ცოდვებით არის დამძიმებული ..შენ კი უცოდველი ხარ .." ხარ და არა იყავი".. იცი როგორ მჭირდები?.. ისე როგორც თევზს წყალი, ადამიანს ჰაერი, შენ ჩემთვის ჰაერიც ხარ და წყალიც, მჭირდები იმისთვის რომ სუნთქვა შევძლო, ძალიან მენატრები გთხოვ.. მთელი გულით გთხოვ დამიბრუნდი... ისევ ჩამეხუტე.. ისევ ჩამჩურჩულე, რომ მთელ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მე გიყვარვარ.. ძალიან გთხოვ..მიყვარხარ.. მიყვარხარ.. შენ ჩემი სუნთქვა ხარ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 
You cannot see comments of this entry.
 
User
offline NnIiNnIi (21)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.