Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
svintitinklia blog

ჩემი ზამთარი


ჩემი ზამთარი

უკვე მეწვია ჩემი ზამთარი,

თითქოს ვეჩვევი მღვრიე ქარ - წვიმებს
და მინავლული ცეცხლის ღადარი
აღარ მათბობს და აღარ მამშვიდებს...

თითქოს სხეულში გული მაქვს ორი,

ერთი მომყვება მკერდში მორჩილად,
ხოლო მეორე სტრიქონებს შორის
მათხოვარივით ჩამოძონძილა...

საკუთარ სუნთქვას ვეღარ ვერევი

და დამარცხებულს ახლა სრულებით,
თითები, როგორც ჩალის ღერები
ისე მიჭირავს ხელისგულებით...

გაზომილია დრო და მანძილი,

ქარი კითხულობს უკვე განაჩენს
და ბწკარებს შორის ფიქრით დაღლილი
კალამს ვეყრდნობი, როგორც ყავარჯენს..


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.