Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

NASA-ს ახალი მასალები - სასწაულთმოქმეხი ხატის შესახებ


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის შექმნის შესახებ უძველესი ჩანაწერი თარიღდება 1649 წლით და იგი ლუის ლასო დე ლა ვეგას ეკუთვნის. ამ ხელნაწერის მიხედვით, ღვთისმშობელი ოთხჯერ გამოეცხადა მექსიკელ გლეხს ხუან დიეგოს 1531 წლის დეკემბერში.
პირველი გამოცხადება დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირებულა, როცა ღვთისმშობელი ულამაზესი ქალწულის გარეგნობით წარუდგა ხუანს ტეპეიაკის მთის წვერზე, მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში. წმიდა მარიამმა მას განუცხადა, რომ სურდა ამ ადგილას აშენებულიყო ტაძარი და დაავალა, ამის შესახებ ეცნობებინა ეპისკოპოსისათვის.
ეპისკოპოსმა ხუან დე სუმარაგმა არ დაიჯერა გლეხის ნაამბობი და ნიშანს ითხოვდა. შემდეგი დღის დილას ღვთისმშობელმა მოუხმო ხუანის იმავე ადგილას, სადაც მას ნიშანი უნდა მიეღო.
გადმოცემის თანახმად, როდესაც ხუანი მთაზე ავიდა დაინახა, რომ აქამდე უნაყოფო მწვერვალი ზამთრის სუსხის მიუხედავად, აყვავებული ვარდებით დაფარულიყო. მან დაკრიფა ვარდები, ღვთისმშობელმა კი მოსასხამი მიაწოდა და თავად მიეხმარა ვარდების შეფუთვაში.
როდესაც ხუანმა ვარდები ეპისკოპოსს მიუტანა და მისასხამი გაშალა, იქმყოფნი მუხლებზე დაემხვნენ, მოსახსამზე ღვთისმშობლის საოცარი გამოსახულება აღბეჭდილიყო.
მალე აქ აშენდა ტაძარი გვადელუპეს ღვთისმშობლის სადიდებლად, სადაც მილიონობით მიმლოცველი მოდიოდა მთელი კონტინენტიდან. წარმართები აცტეკთა ტომიდან მასიურად ინათლებოდნენ. ასე მოხდა მექსიკის მოქცევა. გვადელუპეს ღვთისმშობლის ტაძარს წელიწადში 14 მილიონზე მეტი მომლოცველი სტუმრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მოსასხამისა და მასზე არსებული ხელთუქმნელი გამოსახულების სამეცნიერო კვლევა დიდი ხანია მიმდინარეობს, არ არსებობს საბოლოო დასკვნა მისი წარმოშობის შესახებ.
ნობელის პრემიის ლაურიატი ქიმიური კვლევების საკითხებში, რიჰარდ კუნი ასკვნის, რომ აქ გამოყენებული საღებავის შემადგენლობა და წარმოშობა არ მიემსგავსება არც ერთ ცნობილ ნივთიერებას.
2011 წლის ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაადასტურა, რომ აქ გამოყენებული საღებავი მასალები დედამიწაზე არ არსებულია. ინფრაწითელი სხივით კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სახის, ხელების, ტანსაცმლის და მოსასხამის გამოსახულება შექმნილია ერთიანად, ყოველგვარი ხილული მონასმების გარეშე.
გვადელუპეს კვლევის მექსიკური ცენტრის მიერ ციფრული სკანირებით გამოვლინდა, რომ გამოსახულების თვალებში დაფიქსირებულია და კარგად ჩანს 13 ფიგურა, ამასთან ორივე თვალში ერთნაირი გამოსახულება იკითხება, ოღონდ განსხვავებული კუთხით, ისევე, როგორც ჩვეულებრივად ადამიანის თვალის ანარეკლში.
განსაცვიფრებებლია ოფთალმოლოგიური ანალიზის შემდეგებიც: ადამიანის თვალის მსგავსად, განათების სიმკვეთრის მომატებაზე ხატზე გამოსახული თვალი რეაგირებს და გუგები ვიწროვდება, ხოლო სინათლის დაკლებისას ისევ ფართოვდება.
გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ტილოს ტემპერატურა, ნებისმიერ პირობებში ინარჩუნებს ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურას – 36,6 გრადუსს.
არანაკლებ სენსაციურია ისიც, რომ ხატზე გამოსახული სხეულის ფონედოსკოპით ისმინება პულსაცია, წუთში 115 დარტყმა, რაც თითქმის შეესაბამება დედის მუცელში მყოფი ჩანასახის გულისცემას.
NASA-ს მიერ გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატის გამოკვლევა კვლავ გრძელდება.




Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

tiko198 (90)
esvin tqva?kargit saswauli xdeba magram zogi ram gadacharbebulia.
#1, 29.12.2011 - 16:08
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.