Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
1974mari blog

ამიტაცებს და გავფრინდები

გუშინ გოდება გავიგონე ეკლესიის თუ სამრეკლოსი
ბეთანიასთან ჩამოვარდა ფრთებ მოტეხილი ანგელოზი.
უცხო სინათლემ დამაბრმავა, მაცხოვრის მესმა ნაბიჯები,
დიდ საიდუმლოს შევესწარი ვაიმე ალბათ დავისჯები.
გაიხარებენ მოშურნენი, ჩემზე იტყვიან შეიშალა
მე ვუყვარდიო-იჭორავებს, ჩემზე უცნობი მეტიჩარა.
ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან დამსხვრეულ ელვის შიშინსა ჰგავს,
სილამაზისგან შეშლილი ვარ და არა მარტო შიშისაგან.
მესმის ჩურჩული მეზობლების, მესმის ახლოდან შორიდანაც
უცნაურია ეს პოეტი: სახლში ღრუბელი მოიტანა.
ის განა მართლა ღრუბელია; - სიზმარია და სასწაული,
დიდი ცოდნაა საიდუმლო - მოკვდავისათვის აკრძალული
მიწაზე აღარ მეცხოვრება: იცვლება ბედის ამინდები
მალე ღრუბელი მომაკითხავს; ამიტაცებს და გავფრინდები
..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.