Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nona-q blog

madloba gmerts........

მადლობელი ვარ ამ სამყაროსთვის, რომელიც შენ მაჩუქე და რომლის პაწაწინა ნაწილიც მე ვარ…
მადლობელი ვარ,რომ არ მტოვებ და ყველგან და ყოველთვის ჩემთან ხარ…
მადლობელი ვარ მათთვის,ვინც შემხვედრია ჩემი ცხოვრების გზაზე და ვისაც შემახვედრებ მომავალში…
მადლობელი ვარ უსაყვარლესი მშობლებისთვის, ვინც გამზარდა და მაქცია ადამიანად…
მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და რაც არ მაქვს…
მადლობელი ვარ სიყვარულისთვის, რომელიც შენ მასწავლე და იმ ბედნიერებისთვის, რომლის ჩუქებაც შემიძლია სხვებისთვის…
მადლობელი ვარ ყველა ახდენილი და აუხდენელი ოცნებისთვის…
მადლობელი ვარ,რომ დღევანდელი დღე გუშინდელს არ ჰგავს და ხვალინდელი კიდევ უკეთესი იქნება…
მადლობელი ვარ მეგობრებისთვის, გვერდში რომ მიდგანან და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ…
მადლობელი ვარ მტრებისთვის…მათ სინათლე დამანახეს და სიკეთე მასწავლეს…
მადლობელი ვარ მათთვის, ვინც მატკინა და პატიება მასწავლა…
მადლობელი ვარ ყოველი ადამიანის ღიმილისთვის…ბავშვების სიცილისთვის…
მადლობელი ვარ ნათელი სულისთვის და სიყვარულით სავსე გულისთვის…
მადლობელი ვარ ჩემი მფარველი ანგელოზისთვის, რომელიც შენ გამომიგზავნე და თავზე დამფარფატებს…
მადლობელი ვარ იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელმაც ჩემს სულში სიცოცხლის სიმფონია ააჟღერა…
ადამიანებო, თქვენი მადლობელი ვარ, რომ ჩემთან ერთად ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ და გესმით ჩემი, გიხარიათ ჩემი სიხარული და გტკივათ ჩემი ტკივილი… გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nona-q (48)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.