Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tedoqeti blog

როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის

ქორწილი მხიარული და სასიხარულო მოვლენაა, რომელიც წესით, ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს. ქორწილის ორგანიზების პროცესში სამყარო თავდაყირა დგება, ამიტომ, მნიშვნელოვანი მომენტები რომ არ გამოგრჩეთ, უმჯობესია ყველაფერი პუნქტების მიხედვით განვიხილოთ.

* რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა განსაზღვროთ ქორწილის თარიღი და განცხადება შეიტანოთ შესაბამის დაწესებულებაში.
* შემდეგ ეტაპზე საჭიროა განსაზღვროთ სტუმრების რაოდენობა, ვისი დაპატიჟებაც გსურთ. სიაში შესაძლოა აღმოჩნდნენ ისეთი ნათესავებიც, რომლებიც მხოლოდ ერთხელ და ისიც ადრეულ ბავშვობაში გინახავთ. ამიტომ, თანხა, რომლის დახარჯვასაც აპირებთ ქორწილის სუფრისათვის, თავისთავად გამსაზღვრავს სტუმრების რაოდენობას.
* შესაბამისად, სტუმრების რაოდენობა განსაზღვრავს იმ დარბაზს თუ ადგილს, სადაც სუფრა უნდა გაიშალოს. მთავარია - გემრიელი კერძები და თავისუფალი ადგილი საცეკვაოდ.
* რაც შეეხება თამადას, საქართველოში ამის პრობლემა არასოდეს ყოფილა.
* რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ორიგინალობა გამოიჩინოთ და ქორწილის დღეს მხოლოდ მეტროს საშუალებით გადაადგილდეთ, მაგრამ თუ სერიოზულად მივუდგებით საქმეს, ტრანსპორტის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია.


ყველა გოგონა ოცნებობს პრინცზე, რომელიც თეთრ ცხენზე იქნება ამხედრებული, თუმცა, თეთრი ლიმუზინიც არ უნდა იყოს ურიგო, ამიტომ, შეგიძლიათ იქირაოთ იგი. მხოლოდ ერთს გირჩევთ: მანამ, სანამ ფულს გადაიხდით, აუცილებლად მოინახულეთ და შეამოწმეთ მანქანა, რომლის ქირაობასაც ისურვებდით. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს: მის მდომარეობას, სალონს, სუნს სალონში. კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს დააკვირდით, ზუსტადაა თუ არა მითითებული მიწოდების დღე და საათი. ამგვარად, შეძლებთ თავი აარიდოთ უსიამოვნო სიურპრიზებს ქორწილის დღეს.

* დარჩა მხოლოდ მოსაწვევი ბარათები, რომლის შერჩევაც მხოლოდ თქვენ ორის გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი რჩევები ცოტათი მაინც წაგადგებათ ამ სახლაფორთო საქმეში. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება გისურვოთ!
ქორწილი – განსაკუთრებული მოვლენაა. ამიტომ მისი ჩატარებაც განსაკუთრებულადაა საჭირო.
ქვემოთ წაიკითხავთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გახადოთ ეს დღესასწაული დაუვიწყარი და ორიგინალური.

ტურისტული
ქორწილის მოსაწყენი სქემის მაგივრად – ექსკურსია ქალაქში, რესტორნის მაგივრად - ქორწილი სუფთა ჰაერზე. გააკეთეთ ქორწილი პიკნიკის ან ლაშქრობის მსგავსად. შეიძინეთ 3-4 დღის სამყოფი პროდუქტები, გზად კი ქორწინების სახლშიც შეიარეთ და ეკლესიაშიც. შემდეგ კი ბუნებაში წადით. თქვენ გელოდებათ ცეცხლი, გიტარა და სხვა მსგავსი რომანტიკა.
პლიუსები: სუფთა ჰაერი, სიჩუმე და მოსვენება. თანაც საპატარძლოს კაბისთვის აღარ დაიხარჯებით, ხოლო ფატის მაგივრობას ყვავილების გვირგვინი გაგიწევთ.
მინუსები: კომფორტის უქონლობა.

აღმოსავლური
ეს ვარიანტი შესაძლებელია როგორც თემატურ რესტორანში, ასევე ბუნებაში. მეორე შემთხვევაში შეიძლება კარვების გაშლა, ხოლო მათ შორის ხალიჩების დაგება. მაგიდის მაგივრად უკეთესია სუფრები გამოიყენოთ, რომლებსაც პირდაპირ მიწაზე გაშლით, ხოლო სკამების მაგივრად პატარა ბალიშები გამოიყენეთ. ნუ დაგავიწყდებათ აღმოსავლური სტილი მენიუშიც შეიტანოთ.
პლიუსები: ეგზოტიკურია, და არ არის აუცილებელი დაიხარჯოთ მოგზაურობისათვის ეგვიპტეში, თურქეთში ან არაბეთში. ამ ყველაფრის მოწყობა მცხეთაშიც შეიძლება და თბილისშიც.
მინუსები: საკმაოდ მძიმეა ყველაფრის ერთ სტილში გაკეთება და საკუთარი თავისათვის რაიმე საყვარელზე უარის თქმა, თუ ის თემაში არ ჯდება.

მეცხრამეტე საუკუნის სტილში
სადღესასწაულო ვახშამი ძველებურ სახლში, ყველა სტუმარი შემოსილია ფრაკით და საღამოს კაბებით. ამ შემთხვევას მოუხდებოდა ბალი, რომლის დედოფალიც თქვენ იქნებოდით. შთაბეჭდილებები ყველას დიდხანს გაყვება, და თანაც ძალიან კარგი.
პლიუსები: ასეთ დღეს ყველა გოგონას სურს დედოფლობა, და ეს ხერხი ამის საშუალებას გაძლევთ.
მინუსები: ასეთი სიამოვნება იაფი არ დაგიჯდებათ, ამასთან, წინასწარ უნდა შეიტყოთ, აქვთ თუ არა სტუმრებს შესაფერისი სამოსი, და იციან თუ არა ბალისათვის შესაფერისი ცეკვა.

მეკობრული
წარმოიდგინეთ მეკობრეების ხომალდი, რომლის ეკიპაჟიც ბორტზე კაპიტანსა და მის შეყვარებულს იღებს. შემდეგ იგი თავგადასავლებისა და განძის საძებნელად წავა, ხოლო გზად «მტრულად» განწყობილ გალეონს შეიპყრობს, რომელიც ყავითა და რომითაა დატვირთული. სხვა გასართობისათვის შეიძლება მოიგონოთ კონკურსი საუკეთესო სამასკარადო კოსტიუმის გამოსავლენად, ღვინოებისა და კოქტეილების დეგუსტაცია და ა.შ.
პლიუსები: კარგად გაერთობიან არა მარტო ახალდაქორწინებულები, არამედ ყველა სტუმარი.
მინუსები: ზოგიერთ სტუმარს შესაძლოა ზღვის ავადმყოფობა ქონდეს, და ამაში ვერ დაეხმარება ვერც ღვინო, ვერც რომი და ვერც ლუდი.

რაინდული
ფარიკაობა ან ცხენოსნობა გრანდიოზული სანახაობის ორგანიზების საშუალებას იძლევა - რაინდული ტურნირი, რომელიც ჩატარდება ნეფე-დედოფლის საპატივცემულოდ. საცხენოსნო შეჯიბრი შესაძლებელია ხელჩართული ორთაბრძოლით შეცვალოთ, ღვინო ბევრი უნდა იყოს, ხოლო მაგიდები ღია ცის ჩვეშ დადგით და მასზე ნანადირევი დააწყვეთ: გარეული ღორი, მწყერი...
პლიუსები: არ მოგიწევთ რესტორნისა და შენობის მოძებნა ქორწილისათვის.
მინუსები: თუ ერთ-ერთი მეუღლე არ იზიარებს სიყვარულს ტურნირების მიმართ, ქორწილი შესაძლოა წამებად იქცეს ორივესათვის.

ქართული - "ვისია, ვისია ქალი ლამაზი!"
ქორწილი გათამაშებული პატარძლის მოტაცებითა და გამოდევნებით, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი სიძით და ქართულ კაბაში გამოპრანჭული პატარძლით ყველაზე საინტერესო და ორიგინალურია. არ დაივიწყოთ ფაეტონი და მაყრიონი, ხანჯლების "ფანჩატური" და ქართული მრავალჟამიერი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.